დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის საკრებულოს წევრი „სტერეოტიპების დამსხვრევას“ ცდილობს
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/24 14:12:13

ქუთაისის საკრებულოს წევრ დაგაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობისქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი უჩვეულო ვითარებაში, კაფეში ჟურნალისტებს შეხვდა.


შეხვედრაზე წიტაიშვილმა ყურადღება საკრებულოში მის საქმიანობებზე გაამახვილა და ასევე საკრებულოში მის ფუნქციებსა და პარტიის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მისი თქმით, საკრებულოს სხდომაზე ხელის აწევა არ ნიშნავს იმას, რომ უმცირესობის წევრები უმოქმედოდ სხედან.


„საკრებულო უკვე დამუშავებულ საკითხებს განიხილავს, მთავარი კი ის შრომაა, რას კომისიებში გვიწევს. მერწმუნეთ, სხდომების გარეთ ძალიან ვკამათობთ ამა თუ იმ საკითხზე. პირადად მე, არაერთ საკითხთან დაკავშირებით შემიცვლია უმრავლესობის პოზიცია და ისინიც ითვალისწინებენ უმცირესობის ჩართულობას,"-განაცხადა წიტაიშვილმა.


დავით წიტაიშვილის ანცხადებით, აქამდე ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელი იყო ქუთაისის საკრებულო.


„ბიუჯეტი როცა საბოლოო სახეს მიიღებს, საკრებულოს სამუშაო ბევრად გაიზრდება. აქამდე შეჩვევითი და გაცნობითი სახე ჰქონდა ჩვენს ურთიერთობას."


დავით წიტაიშვილმა ჟურნალისტებთან პრესკონფერენცია გასხვავებულ გარემოში და  განსხვავებული ფორმატით ჩაატარა. ჩაის სახლში ამართული შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა, ჟურნალისტებმა სარკებულოს წევრს რჩევებიც მისცეს.


ქუთაისის საკრებულოს წევრმა დაგაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის ხელმძღვანელმა მედიის წარმომადგენლებს პირობა მიცსა, რომ მსგავსი სახის შეხვედრები ყოველ სამ თვეში ერთხელ გაიმართება.


„ჟურნალისტები პოლიტიკოსებთან ახლოს უნდა იყვნენ, ჩვენს შორის მეგობრული დამოკიდებულება უნდა ჩამოყალიბდეს. რატომ არ უნდა ჩატარდეს პრესკონფერენცია თბილ გარემოში? გარდა იმისა, რომ თქვენ დამისვამთ შკითხვებს, მეც შეგეკითხებით ხოლმე. ურთიერთობის ასეთი ფორმა და დღევანდელი ასეთ გარემოში შეხვედრა კი ერთგვარად სტერეოტიპების დამსხვრევაა,"-განაცხადა წიტაიშვილმა.


'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2772
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია