ინდოეთში სიამის ტყუპები დაიბადნენ, რომელთაც საერთო ტანი, 2 თავი, 4 ხელი და 2 ფეხი აქვთ.
ექიმების განცხადებით, სიამის ტყუპები დიდხანს ვერ იცოცხლებენ და მათი განცალკავება შეუძლებელია.
„ადვილი შესაძლებელი იქნებოდა სიამის ტყუპების 4 თვეში განცალკავება, მაგრამ ამ შემთხვევაში ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია, რადგან ტყუპებს საერთო ტანი აქვთ“, განაცხადა ქ. ბაგრუს ექიმმა, ბოჰრამ.
მშობლებმა ტყუპების გადასარჩენად ყველაფერი გაყიდეს. ისინი იმედს არ კარგავენ და ახლა ცდილობენ ტყუპები უკეთეს საავადმყოფოში გადაიყვანონ, სადაც უკეთესი სამედიცინო ტექნიკა და პირობები იქნება.
დედა მამათა, 21 წლის: „მე და ჩემი მეუღლე ფერმერები ვართ. ფერმაში ყველაფერი გავყიდეთ, იმისთვის რომ ჩვენი შვილები გადავრჩინოთ, მაგრამ მიუხედავად ასმისა საავადმყოფოს ხარჯების დასაფარად ფული საკმარისი არ არის. ამ ყველაფრით შოკირებულები ვართ, მაგრამ ტყუპები ძალიან გვიყვარს. დედობა ღმერთისგან ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც კაცობრიობისთვის უფალს უბოძებია“.
წყრო: http://www.sazogadoeba.ge/