დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"პირველი ნაბიჯის სახელმძღვანელო ანუ რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში გამგზავრების მსურველმა"
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/20 18:26:19

არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ ორგანიზებით, ქუთაისის ახალგაზრდულ ცენტრში დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართა: ,,რა უნდა იცოდეს საბერძნეთში და თურქეთში წასვლის მსურველებმა."

ფილმი პროექტის-„ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებსფარგლებში მომზადდა და მიზნად ისახავდა საზღვარგარეთ წასვლის მსურველთა ინფორმირებას. შეხვედრის ორგანიზატორების განცხადებით, მიგრანტებს არ აქვთ ინფორმაცია ქვეყნის კულტურისა და ამ ქვეყანაში მისი უფლებების შესახებ. მიგრანტებისათვის ნომერ პირველ საფრთხედ შრომითი ტრეფიკინგი გამოიკვეთა.


ჩვენებას დაესწრნენ სტუდენტებუი, ფედაგოგები, დაინტერესებული პირები.

 

ფილმი შეიცავდა ინფორმაციას, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს თურქეთში ან საბერძნეთში წასვლის მსურველმა საქართველოს მოქალაქემ, იმისათვის, რომ არ გახდეს ტრეფიკინგის მსხვერპლი და მომზადებული შეხვდეს უცხო გარემოს.

 

"ფილმში ასახულია ის პრაქტიკული რჩევები, რომელიც საქართველოდან ჩასულ მიგრანტს გაუადვილებს ახალ ქვეყანაში და ახალ გარემოში ადაპტაციას. ფილმი მოგვითხრობს იმაზე, თუ რა საფრთხეები არსებობს უცხო ქვეყნებში, რას უნდა მოერიდონ იქ ჩასული მიგრანტები, როგორია სიტუაცია დასაქმების მხრივ და რა უნდა გააკეთონ ქალბატონებმა ტრეფიკინგის საფრთხისგან თავის ასარიდებლად,"-განაცხადა მაკა ჩინიჯიშვილმა.

 

პროექტი  "ინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს", ინიცირებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს- "სიდა" მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით.


"ივლისის თვის დასაწყისში ჩვენ დავიწყეთ კამპანია "ქალი და მიგრაცია", რომლის ფარგლებშიც, საქართვერლოს ხუთ რეგიონში  ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები მოსახლეობასთან როგორც რეგიონებში, ისე სოფლის დონეზე. პროექტის ფარგლებში ჩვენ გვყავს 50 ბენეფიციარი სოფელი. ჩვენი  მიზანია ლეგალური მიგრაციის ხელშწყობა და არალეგალური მიგრანტების ცოდნის დონის ამაღლება,"-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია "სიდას" იურისტმა მაია პაქსაშვილმა.

 

 

ფილმის დასრულების შემდეგ მოეწყო მიგრაციასთან დაკავშირებული დისკუსია, დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა ერთმანეთისთვის გაეზიარებიათ არალეგალური და ზოგადად მიგრაციის თემასთან დაკავშირებული რჩევები და პრობლემები.

 

როექტიინდივიდუალური დახმარება ქართველ მიგრანტებს“ 2015 წლის მარტში დასრულდება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2631
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2022 საავტორო უფლებები დაცულია