საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
Video_მათე კობიაშვილი – 2 წლის თელაველი „ვუნდერკინდი“
2014/11/19 18:12:53

თელავის რაიონის სოფელ ვარდისუბანში მცხოვრები მათე კობიაშვილი ჯერ მხოლოდ 2 წლის არის, თუმცა რუკაზე ნებისმიერი ქვეყნის მოძებნა რამდენიმე წამში შეუძლია. მათე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის დროშასაც ცნობს.

 

პატარა „ვუნდერკინდი“ წლის და 4 თვის იყო, როცა პირველად რუკის მიმართ განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინა.

 

„სრულიად შემთხვევით აღმოვაჩინეთ ეს ნიჭი. ერთ–ერთ წიგნში ნახა რუკა და კანადაზე მკითხა, ეს რა არისო. მეორე დღეს თვითონ გვაჩვენა, რომ ეს იყო კანადა. შემდეგ დაინტერესდა სხვა ქვეყნებით და წლინახევრის ასაკში უკვე იცოდა დაახლოებით 20 ქვეყანა. თვითონ აინტერესებს და ჩვენც მაქსიმალურად ვუწყობთ ხელს“, - უთხრა კახეთის საინფორმაციო ცენტრს მათე კობიაშვილის დედამ დიანა ბაღდადელიშვილმა.

 

 

წყარო: http://ick.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1886
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია