დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კახა კახიშვილი: თუ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლებმა ძალას გადაამეტეს, რეაგირება ძალიან მკაცრი იქნება
2014/11/19 17:52:14

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველი მოადგილის კახა კახიშვილის განცხადებით, თუ სასჯელაღსრულების #8 დაწესებულების თანამშრომლებმა, სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების დროს ძალას გადაამეტეს, ამაზე რეაგირება, კანონის ფარგლებში ძალიან მკაცრი იქნება.


ამის შესახებ კახიშვილმა სახალხო დამცველის აპარატის მიერ დღეს გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.


კახიშვილის თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრი ამჟამად აშშ-ში იმყოფება და ეს საკითხი კონტროლზე აქვს აყვანილი.


„12 ნოემბერს ხდება შესაძლო დანაშაულზე საუბარი და ჩვენთან შეტყობინება, პრესით 19 ნოემბერს მოდის, ამის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულება მოკლებულია სრულყოფილი გამოძიების ჩატარების შესაძლებლობას, იმიტომ, რომ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაზიანების ხარისხის წარმოშობის მექანიზმის დადგენისთვის დროული ექსპერტიზის ჩატარება. ჩვენ მზად ვართ, რომ საქმე მაქსიმალურად სკულპულოზურად გამოვიძიოთ“,-განაცხადა კახიშვილმა.


დღეს, სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა, მთავარ პროკურორს სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში განთავსებულ პირთა მიმართ განხორციელებული შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე გამოძიების წინადადებით მიმართა.


როგორც სახალხო დამცველის აპარატში აცხადებენ, 12 ნოემბერს, სასჯელაღსრულების #8 დაწესებულებაში, მონიტორინგისას, ორი პატიმარი ნახეს, რომელთაც გარეგნულად ძალადობის კვალი აღენიშნებოდათ. მათი ინფორმაციით, ორივე პატიმარი იატაკზე სველი ტანსაცმლით იწვა. ერთ-ერთს კი ხელ–ფეხი ერთმანეთზე სპეციალური ჯაჭვით ჰქონდა მიბმული.
წყარო: http://www.newspress.ge/
'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2625
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია