საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ეხმიანება გაზეთ „ქრონიკა +”-ის 18 ნოემბრის ტირაჟიდან ამოღების საეჭვო გარემოებას
2014/11/19 16:56:49

გაზეთ „ქრონიკა +”-ის 18 ნოემბრის ნომერში გამოქვეყნებული იყო სხვა მასალასთან ერთად სტატია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი ზედელაშვილის ოჯახის წევრებისა და ნათესავების მფლობელობაში არსებულ კომპანიებს მიმოიხილავს და აღწერს მათ მონაწილეობას სახელმწიფო ტენდერებში. სტატიაში მოხსენიებულია რამდენიმე სხვა თანამდებობის პირი, მათ შორის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ფანჩულიძე. მასალაში ასევე საუბარია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს აღმასრულებელი მდივნის ზვიად ჯანყარაშვილის ბიზნეს ინტერესებზეც. ჯანყარაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში გენერალური ინსპექციის ყოფილი უფროსია. სტატიიდან ირკვევა, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული პირი ერთმანეთს სხვადასხვა კომპანიებში არსებული საერთო წილების მეშვეობით უკავშირდება.


ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გაზეთ „ქრონიკა +”-ის ბოლო გამოშვების შესყიდვა ორგანიზებულად ყველა დისტრიბუტორიდან ერთდროულად მოხდა და იგი საბოლოო მომხმარებლებამდე ვერ მივიდა. “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” ეს ინფორმაცია გადაამოწმა თბილისსა და საქართველოს სხვა დიდ ქალაქებში (ბათუმი, ქუთაისი და ზუგდიდი), გაზეთების რამდენიმე ჯიხურში და აღმოჩნდა, რომ გაზეთი „ქრონიკა +”-ის 18 ნოემბრის გამოშვება არ იყიდება.


თანამდებობის პირების შესაძლო ბიზნეს ინტერესები და მათთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები საზოგადოებრივი ინტერესის შემცველი საკითხია, რადგანაც მსგავსი მასალები მოქალაქეებს აწვდის ინფორმაციას ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის შესაძლო შემთხვევებზე.


„საერთაშორისო გამჭვირვალობა 
– საქართველო” არ ფლობს ინფორმაციას სტატიაში მოცემული ფაქტების სისწორის შესახებ, თუმცა, ის გარემოება, რომ გაზეთის ეს ნომერი გაყიდვაში არ არის, აჩენს ეჭვებს, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის გავრცელების გამიზნულად შეფერხებას იმ მიზნით, რომ მოქალაქეებს ხელი არ მიუწვდებოდეთ თანამდებობის პირების შესახებ გამოქვეყნებულ კრიტიკულ ჟურნალსიტურ მასალებზე.

 

წყარო: http://transparency.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1731
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია