პრემიერ-მინისტრის მიერ დღეს ქუთაისის შემოვლითი გზის 32 კმ-იანი მაგისტრალის გახსნას იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად ესწრებოდა.
მეფარიშვილმა მაგისტრალის მნიშვნელობასა და ქუთაისის განვითარების სამომავლო გეგმაზე ისაუბრა.
"ავტომაგისტრალის გავლამ ქუთაისის ჩიხში მოქცევა რომ არ გამოიწვიოს, აქტიურად განიხილება პროექტი ქალაქის ურბანული განვითარების შესახებ – საავტომობილო გზის ორივე მხარეს, წყალტუბოსა და თერჯოლის მუნიციპალიტეტების სასოფლო და არასასოფლო ტერიტორიების, ქუთაისის საზღვრებში შემოერთება. ამ ინიაციატივის უზრუნველყოფა ქუთაისის ეკონომიკური განვითარების გარანტია! - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა.