საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
"ფსიხოს" გაცემით პოლიკლინიკებში 8 თვის განმავლობაში დაახლოებით 1 807 500 ლარი შევიდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/18 13:36:36

„ფსიხოს" გაცემით პოლიკლინიკებში 8 თვის განმავლობაში, დაახლოებით, 1 807 500 ლარი შევიდა

 

2014 წლის მარტში შსს მომსახურების სააგენტოს კანონში შევიდა ცვლილება, რომლის მიხედვითაც მართვის მოწმობის მისაღებად ჯანმრთელობის ცნობა, იგივეფსიხოგახდა აუცილებელი. კანონში ცვლილების განხორციელებამდე მართვის მოწმობის მსურველს შესაძლებლობა, ჰქონდა ფსიხოსალტერნატიული ვარიანტი, .. „დალტოტესტი“, ჩაებარებინა.

 

ცვლილებამ სამედიცინო დაწესებულებებში ჯანმრთელობის ცნობის მსურველთა რიგები დააყენაცნობის ღირებულება  პოლიკლინიკებში 20-დან 30 ლარამდე მერყეობს.

 

იმ ფაქტს, რომ მართვის მოწმობის მისაღებად  ექიმის შემოწმება აუცილებელია, ხშირად უგულვებელყოფენ პოლიკლინიკების ექიმები და, რიგების გამო, ცნობას გასინჯვის გარეშე, მხოლოდ გასაუბრების საფუძველზე გასცემენ.

 

შინგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დირექტორის, ზურაბ ზუბადალაშვილის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 1 მარტიდან 31 ოქტომბრის ჩათვლით საქართველოს მასშტაბით არსებული მომსახურების სააგენტოებში სატრანსპორტო საშუალების მართვის მოწმობის მისაღები გამოცდა 72 000 პირმა გაიარა, აქედან 9542  მოქალაქემ მომსახურების სააგენტოს დასავლეთის სამმართველოს ქუთაისის განყოფილებით ისარგებლა.

                       

 როგორც აღვნიშნეთ, ჯანმრთელობის ცნობის ღირებულება 20–დან 30 ლარამდეა, საშუალო გამოთვლით "ფსიხოს" გაცემაში აღებულმა თანხამ  1 807 500 ლარი შეადგინა.

 

კანონში შესულმა ცვლილებამ მოქალაქეთა ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, როგორც ისინი აღნიშნავენ, მართვის მოწმობის მისაღებად ისედაც სოლიდური თანხის გადახდა უწევთ და დამატებით „ფსიხო“-სთვის გაღებული 20-30 ლარი მათ ბიუჯეტზე მძიმედ აისახება. მათი თქმით, მათდალტოტესტისჩაბარების საშუალებაც უნდა ჰქონდეთ.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2325
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია