დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტესტირების შედეგებით უკმაყოფილო კონკურსანტებს გასაჩივრებისთვის რამდენიმე საათი დარჩათ
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/18 13:54:44

დასაქმების მსურველთა ტესტირების ეტაპი დასრულდა. ტესტირების შედეგებით უკმაყოფილო კონკურსანტებს დღის ბოლომდე  აქვთ ვადა იმისთვის, რომ პრეტენზიებით გამოცდების ეროვნულ ცენტრს მიმართონ და არა - ქუთაისის მერიაში შექმნილ საპრეტენზიო კომისიას.

 

როგორც უთაისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, საპრეტენზიო კომისია მხოლოდ პირველი ეტაპის პრეტენზიების განსახილველად შეიქმნა და მეორე ეტაპზე  წარმოქმნილი პრეტენზიების შესახებ კი კონკურსანტებმა გამოცდების ეროვნულ ცენტრს უნდა მიმართონ.


შეფასებისა და ეროვნული გამოცდების ცენტრი საზოგადოებასთან ურთიერთობი სამსახურის უფოსისმაია გაბუნიას თქმით, გუშინ შევიდა სამი საჩივარი და დღეს მთავრდება საჩივრების მიღება.


ამ დროისათვის ქუთაისიდან მხოლოდ სამი სააპელაციო განცხადება შემოსულიშედეგების გასაჩივრებისთვის კონკურსანტებს ვადა დღის ბოლომდე აქვთ. არ გამოვრიცხავ, რომ  საჩივრების რაოდენობა გაიზარდოს. მას შემდეგ, რაც სააპეაციო კომისია განიხილავს პრეტენზიებს, შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.“- განაცხადა მაია გაბუნიამ.

 

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გამოცხადებულ კონკურსის მეორე ეტაპზე გადასული 902 ადამიანიდან, ტესტირებაზე მხოლოდ 796 გამოცხადდა. აქედან ტესტირების ეტაპი 401- ატესტანტმა წარმატებით გადალახა, ხოლო ბარიერი ვერ გადალახა 53-მა ატესტანტმა.

 

ტესტირება 2 ნაკადად ჩატარდა: საგამოცდო ტესტები  საქართველოს კანონმდებლობიდან 45, ხოლო ზოგადი უნარებიდან 15 დავალებისგან შედგებოდა.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2749
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია