დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საგარეო საქმეთა მინისტრის სამი ახალი მოადგილე
2014/11/17 13:50:11

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეებად, პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანებით, დავით დონდუა, გიგი გიგიაძე და ხათუნა თოთლაძე დაინიშნენ.


 

მინისტრის პირველი მოადგილის  პოსტი დავით დონდუამ დაიკავა.

 

ოფიციალური ინფორმაციით, დავით დონდუა 2012 წლიდან დღემდე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობდა და გააჩნია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს თანამშრომლობისა და ინტეგრაციის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

 

"სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდა საგარეოს აქმეთა სამინისტროს ცალკეულ დეპარტამენტებს. 1998–2000 წლებში გახლდათ აშშ-ში საქართველოს საგანგებოდა სრულუფლებიანი დესპანი. 2000- 2005 წლებში იყო ნატოსთან საქართველოს წარმომადგენელი. ეწევა აკადემიურ საქმიანობას. არის არაერთი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი,"- წერია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

უწყების ცნობით, გიგი გიგიაძე საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დიპლომატიურ თანამდებობაზე 2000 წლიდან მუშაობს და მას აქვს ევროპის ქვეყნებთან თანამშრომლობის საკითხებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

 

"წლების განმალობაში მუშაობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულ დეპარტამენტში. 2010-2012 წლებში ეკავა საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპულსაქმეთა დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობა. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს  საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანი."

 

კიდევ ერთი ახალი მოადგილე, სამინისტროს ცნობით, ხათუნა თოთლაძეა, რომელიც ასევე ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 2002 წლიდან მუშაობს.

 

"მას, როგორც საერთაშორისო სამართლის სპეციალისტს გააჩნია საერთაშორისო სამართლებრივ სფეროში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. 2003 წლიდან საქმიანობს საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო სამართლებრივ დეპარტამენტში. 2012 წლიდან დღემდე გახლდათ საერთაშორისო სამართლებრივი დეპარტამენტის დირექტორი."

 

მინისტრის მოადგილეების თანამდებობაზე ასევე რჩებიან დავით ჯალაღანია და ვლადიმერ გურგენიძე.


 

საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მაია ფანჯიკიძე, ხოლო ევროპასთან და ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა ალექსი პეტრიაშვილმა მას შემდეგ დატოვეს, რაც თავდაცვის მინისტრის პოსტიდან ირაკლი ღარიბაშვილმა ირაკლი ალასანია დაითხოვა მოადგილეებთან ერთად. საგარეო საქმეთა მინისტრად პრემიერის ბრძანებით თამარ ბერუჩაშვილი, მაია ფანჯიკიძის მოადგილე დაინიშნა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2197
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია