დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მთავრობა ჩინური „ჰუალინგ ჯგუფისგან“ დევნილთათვის 200 ბინას გამოისყიდის
2014/11/16 11:48:14

მთავრობა ჩინური „ჰუალინგ ჯგუფისგან“, დევნილთა განსახლების მიზნით, 200 ბინას გამოისყიდის. ჩინურ მხარესთან შეთანხმება მიღწეულია, პროექტის ფარგლებში თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ჰუალინგ ჯგუფისგან 3 მრავალსართულიან კორპუსს 13 000 მილიონ ლარად შეისყიდის.


კორპუსების მშენებლობა უკვე მიმდინარეობს და 2015 წლის აგვისტოში დასრულდება.

 

ბინების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და „ჰუალინგ ინტერნეიშენალ სპეიშალ ეკონომიკ ზოუნ“-ის გენერალურმა დირექტორმა სიაოწინ შაომ ხელშეკრულება უკვე გააფორმეს. 

 

ჰუალინგ ჯგუფი, თბილისის ზღვის მიმდებარე 420 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე, ოლიმპიურ სოფელს აშენებს, რომელიც 2015 წელს  ახალგაზრდულ ოლიპიურ ფესტივალს უმასპინძლებს. პროექტი  თბილისის ამ ნაწილის ურბანულ ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებაზეა ორიენტირებული.


ჰუალინგ ჯგუფის პროექტი „თბილისის ზღვის ახალი უბანი“,  გარდა  საცხოვრებელი კორპუსებისა, მოიცავს სკოლის, საავადმყოფოს, პოლიციის განყოფილების, სახანძრო-სამაშველო სადგურის, სავაჭრო, ლოჯისტიკური, გასართობი და გამაჯანსაღებელი ცენტრების მშენებლობას.

 

წყარო  "BPI"

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5752
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია