დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ჩვენი ქალაქის ქუჩები
VIDEO_ახალი შადრევანი „ახლადწყალმომარაგებააღდგენილ“ გელათის ქუჩაზე ქუთაისში
2014/11/15 15:02:57

გელათის ქუჩა ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე გრძელი ქუჩაა და გელათის მონასტრისკენ მიმავალი ერთადერთი ცენტრალური გზა, რომელიც ყველა ტურისტმა უნდა გაიაროს, რომ არაფერი ვთქვათ ადგილობრივ მოსახლეობაზე. აღსანიშნავია ისიც, რომ ხელისუფლებამ, დაახლოებით წელიწადნახევრის წინ, ხმაურიანი პრეზენტაცია მოაწყო პროექტისა, რომლის მიხედვით გელათის ქუჩაზე წყლის გაყვანა უნდა მომხდარიყო და ამ ქუჩის წლობით არსებული პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარებულიყო. თუმცა ასე არ მოხდა - აქ მცხოვრებლები(და სხვებიც) ახლა წყლის გაყვანის შემდეგ გადათხრილი ქუჩის საშინელ მდგომარეობასაც უჩივიან.

 

ჩვენს მიერ გადაღებულ ვიდეოზე აღწერილი მდგომარეობა ამ ქუჩის არამარტო ამ ადგილას შეგიძლიათ იხილოთ (სადაც, სხვათაშორის, პანთეონი და პატარა კერძო სასტუმროც მდებარეობს), როცა ქუჩაზე სულ რაღაც ორი საათით გამოუშვებენ წყალს.

 

 „ახლადწყალმომარაგებააღდგენილ“ გელათის ქუჩაზე დღეს დილით ასეთი შადრევანიც გაჩნდა... 

 

 

 

ი.ბ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2577
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია