დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ტყიბულის გამგეობა მოსახლეობას ფოთლების დაწვისგან თავის შეკავებას სთხოვს
2014/11/14 19:09:30

ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც მოსახლეობას სთხოვს, თავი შეიკავოს ფოთლების დაწვისა და ქუჩებში ცეცხლის დანთებისაგან.

 

„ტყიბულის მუნიციპალიტეტში უკვე მესამე დღეა მობილიზებულია იმერეთის თითქმის ყველა სამაშველო სამსახური და ტყის მასივ„ში გავრცელებულ ხანძარს ებრძვის.    თუ როგორი ზიანი მოუტანა ამ დღეებში გავრცელებულმა ხანძარმა ჩვენს ქალაქს ამის მომსწრე თითოეული თქვენთაგანია. ამიტომ ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგეობა მოუწოდებს ყველა მოქალაქეს თავი შეიკავოს ფოთლების დაწვისა და ზოგადად ქუჩებსა და ეზოებში ცეცხლის დანთებისგან. ვინაიდან ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში, რომ არაფერი ვთქვათ ეკოლოგიურ პრობლემაზე დიდია საფრთხე ხანძრის მასიური გავრცელებისა.

  გარემოს გაუფრთხილებლობის მიზნით დაუდევარი ქმედება დასჯადია საქართველოს კანონმდებლობით და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში მოქალაქეს დაეკისრება ადმინისტრაციული ჯარიმა.“ – ნათქვამია განცხადებაში.

 

წყარო: http://okribanews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2450
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია