საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„ბატონო კახა, იმედი მაქვს სამოთხეში ანგელოზებს არ დაერევით და ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ...“
2014/11/14 17:26:32

საქართველოს მთავრობის ყოფილი წევრის, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ დამაარსებლის, კახა ბენდუქიძის მოულოდნელ გადაცვალებას სოციალურ ქსელში უამრვი პოსტი მოჰყვა. მას იხსენებენ ახლობლები, მასზე საკუთარ მოსაზრებებს ავრცელებენ უცნობი ადამიანები. გთავაზობთ ერთ-ერთ ფეისბუქ-პოსტს, რომელიც ირაკლი ვაჭარაძეს ეკუთვნის. 

 

„სასტიკად ვაკრიტიკებდი როდესაც ხელისუფლებაში იყო.

კაციჭამია მემარჯვენედ მივიჩნევდი და ყველა ღარიბის პრობლემასაც ლამის მის რეფორმებს ვაბრალებდი. მიუხედავად ამისა, არასდროს შეუწყვეტია ჩემი აღფრთოვანება თავისი ხალასი გონებით, რომელიც გასაოცარი სიმსუბუქით ატრიალებდა უმძიმეს იდეებს ჰაერში და უჩვეულო სისწრაფითვე, სხაპასხუპით გადასცემდა გაოცებულ მსმენელს.

ის იყო ყველაზე საინტერესო მოაზროვნე რომელიც შეიძლება საკამათო გადაწყვეტილებებს იღებდა, მაგრამ მუდამ გაიძულებდა გეფიქრა კრიტიკულად, მისთვის წინააღმდეგობა გაგეწია, ახალი არგუმენტები მოგეფიქრებინა და ამგვარად, საკუთარ ჭეშმარიტება აღმოგეჩინა.
კახა ბენდუქიძე იყო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მწერალი, რომელიც უჩვეულო ლაკონურობით და სისხარტით ატევდა დიდ ისტორიულ მოვლენებს სულ რამდენიმე წინადადებაში. მისი ესსე დავით აღმაშენებლის შესახებ, თამთა მელაშვილის “გათვლის” მსგავსად, ჩვენი დროის ქართული მწერლობის უმნიშვნელოვანეს ტექსტად დარჩება.


მიუხედავად იმისა, რომ პირადად არ ვიცნობდი, ყელში მაინც ბურთი და თვალში ცრემლი მადგება.


მიუხედავად იმისა, რომ მისი და ჩემი იდეოლოგია ერთმანეთისგან რადიკალურად, დიამეტრალურად განსხვავდებოდა, რომ ვერ წარმოვიდგენდი ისე დამწყდა გული ამ საინტერესო ადამიანის ამ ამ ქვეყნიდან წასვლის გამო.


ყველაზე ბოლოს კი,  იმან გამითბო გული, რომ ეს “კაციჭამია მემარჯვენე” ლილე ჩხეტიანის სიცოცხლის გადასარჩენ აქციაში ჩაერთო და თან ყველას წერდა- ძალიან მიყვარხართო.

ბატონო კახა, იმედი მაქვს სამოთხეში ანგელოზებს არ დაერევით და ფრთების პრივატიზების აუცილებლობაში არ დაარწმუნებთ.

დაგვაკლდებით“

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1600
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია