საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარით გაიზრდება
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/14 17:27:49

ქუთაისის მერი არასამთავრობოების წარმომადგენლებს შეხვდა და მათთან ერთად 2015 წლის ბიუჯეტი განიხილა.

 

მერის თქმით, ყველა სექტორი აქტიურად უნდა ჩაერთოს ბიუჯეტის განხილვის პროცესში.


,, მოხდება ბიუჯეტის კიდევ ერთხელ გადამუშავება.  წლის განმავლობაში, რა თქმა, უნდა სხვადასხვა პრობლემები გროვდებოდა, გადაჭრის ერთ-ერთი საშუალება არის საბიუჯეტო სახსრების გამოყენება, მაგრამ არის თემები, რომლებიც პროცედურასთან არის დაკავშირებული და მინდა რომ ადრეული პერიოდიდან ჩართული იყოს ყველა სექტორის წარმომადგენელი. რისი გათვალისწინებაც შესაძლებელია ჩვენ აუცილებლად გავითვალისწინებთ. არასამთავრობოებმა შარშან საინტერესო შენიშვნები გამოთქვეს ბიუჯეტთან დაკავშირებით და ვიმედოვნებთ, რომ წელსაც იაქტიურებენ,“ - განაცხადა მურღულიამ.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტი დაახლოებით მილიონი ლარით გაიზრდება.


"ბიუჯეტის პირველივე ვარიანტში მისი ზრდა არის წარმოდგენილი. იგი სავარაუდოდ მილიონი ლარით გაიზრდება. ასევე გაიზრდება სოციალური სფეროს დაფინასება, ადმინისტრაციული ხარჯი კი მცირდება,"-აღნიშნა შოთა მურღულიამ.


"ძალიან კარგია, რომ ეს შეხვედრა შედგა.  აუცილებელია მოხდეს პრიორიტეტების სწორად გადანაწილება. მთავარია პრიორიტეტები მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით გადანაწილდეს,"-განაცხადა "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ქუთაისის  ოფისის კოორდინატორმა თეონა ზაქარაშვილმა.


შეგახსენებთ, რომ ბიუჯეტი დამუშავების პროცესშია, იგი საკრებულოში განსახილველად 15 ნოემბერს უნდა შევიდეს .

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1850
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია