დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ახალი თარგამანების პრეზენტაცია გაიმართა
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/12 19:58:22

ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის სამეცნიერო ბიბლიოთეკაში ახალი თარგამანების პრეზენტაცია გაიმართა.


ჯეიმზ ჯოისი -ხელოვანის პორტრეტი ახალგაზრდობისას; სამუელ ბეკეტი - პიესები - ენჩპილი, ყოველნი დაცემულნი, კრეპის უკანასკნელი ლენტა, სცენა სიტყვების გარეშე; ჯერომ სელინჯერი - ორი მოთხრობა; ჯოისი - გაძევებულნი; ჯონ კუდზეე (ნობელიანტი) - სირცხვილი (რომანი); . ფაულზი - კოლექციონერი ; .რუშდი - ფლორენციელი ჯადოქარი; . ვონეგუტი - გალაპაგოსი; . ვულფი - მოთხრობების კრებული;. ჰენრი - კომბოსტოები და მეფეები; . უელსი - პლანეტების ომი...
და სხვა ახალი თარგმანები უკვე ქართულად შეუძლიათ წიგნომანებს წაიკითხონ.

 

თარგმანი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორს გია ბერაძეს ეკუთვნის. პრეზენტაცია სამეცნიერო ბიბლიოთეკის დასავლური კულტურის სამეცნიერო ცენტრის  ორგანიზებით შედგა.

 

"ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ბევრი წიგნი დამიგროვდა, სულ 12 წიგნი მაქვს გამოცემული და გადავწყვიტე, რომ საზოგადოებისთვის გამეცნო ისინი,"-განაცხადა  ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა გია ბერაძემ.

 

შეხვედრას ლიტერატურით დაინტერესებული საზოგადოება, კულტურის სფეროს წარმომადგენლები დაესწრო.

 

 

"გია ბერაძე არის სერიოზული ფიგურაა ჩვენი ქალაქის კულტურულ ცხოვრებაში, ის ძალიან საინტერესო და სასარგებლო საქმეს აკეთებს,"-განაცხადა პოეტმა ცირა ყურაშვილმა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3024
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია