დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მომდევნო წლის ბიუჯეტში სპორტის დაფინანსება სოლიდურად იქნება წარმოდგენილი
ავტორი: ჟანა ჯანელიძე
2014/11/12 18:34:37

ქუთაისის მერი შოთა მურღულია ადგილობრივი სპორტის წარმომადგენლებს შეხვდა.


შეხვედრაზე 2015 წლის ბიუჯეტი განიხილეს.


მერის თქმით, მომდევნო წლის ბიუჯეტში სოლიდურად იქნება წარმოდგენილი სპორტის დაფინანსება.


"მთლი წლის განმავლობაში არა ერთხელ შევხვდით სპორტის სფეროს წარმომადგენლებს და ყველანაირად ვცდილობდით მათი შენიშვნების გათვალისწინებას. 2015 წლის ბიუჯეტში სოლიდურად იქნება წარმოდგენილი სპორტის დაფინანსება,"-განაცხადა შოთა მურღულიამ.


მერის თქმით, მომდევნო წელს ქუთაისის მერია სპორტის რამდენიმე სახეობას განსაკუთრებული ყურადღებას მიაქცევს.


"სპორტის უმეტესი სახეობა ქუთაისში  უფასო არის, ვცდილობთ, მომდევნო წელსაც შევინარჩუნოთ უფასო სახეობები, თუმცა, გვინდა  რამდენიმე სახეობა გამოვყოთ და უფრო გავაძლიეროთ მისი მზარდაჭერა,-"განაცხადა მურღულიამ.


ქუთაისის მერმა ადგილობრივად მოღვაწე  მწვრთნელების ანაზღაურებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, ხელფასები მუშაობის  შედეგების გათვალისწინებით უნდა რიგდებოდეს.


 

"ვინც მეტს მუშაობს მეტ ხელფასს უნდა იღებდეს და ვინც ნაკლებად მუშაობს ხელფასიც ნაკლები უნდა ჰქონდეს. ეს კანონი  აქამდე არ იყო და აუცილებლად გამოსწორდება. რაც შეეხება დამსწახურების მიხედვით ანაზღაურებას, ამისთვის ქალაქის მერიაში იქნება სპეციალური  პროგრამა და ეს არ იქნება "აიპის" თემა. ამ მოდელზე აუცილებლად უნდა ჩამოვყალიბდეთ. პრობლემები ბევრია განსაკუთრებით ინფრასტრუქტურული კუთხით და ამ მხრივ ბევრი მუშაობაა საჭირო,"-აცხადებს ქალაქის მერი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2788
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია