დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
2015 წლის სექტემბრიდან პენსია 10 ლარით გაიზრდება
2014/11/12 17:09:14

2015 წელს პენსიის სოციალური კატეგორიის მიხედვით ზრდა აღარ მოხდება და პირველი სექტემბრიდან პენსია ყველას გაეზრდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობასთან პრემიერის შეხვედრის დასრულების შემდეგ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განუცხადა.

 

მან დეპუტატებს მომავალი წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პარამეტრები გააცნო. ხადურის განცხადებით, ბიუჯეტის პარამეტრების გაზრდა გადასახადების ხარჯზე მოხდა, მთავარ ფინანსურ დოკუმენტზე კი ეკონომიკური ზრდა აისახა.

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრების თქმით, პენსიის ყველა კატეგორიის პენსიონერისთვის გაზრდის ინიციატივა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის. პარლამენტი 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტს მიმდინარე კვირაში, სავარაუდოდ, პარასკევს განიხილავს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2198
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია