დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა დედაქალაქის მთავრობას
2014/11/12 12:03:31

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა ქალაქის მთავრობას ინიციატივით მიმართეს. ისინი ხელისუფლებას ქალაქის გადატვირთული სატრანსპორტო საცობებისგან განთავისულფბის გეგმას სთავაზობენ. წერილს სრულად გთავაზობთ.

 

 

თბილისი სატრანსპორტო საცობების გარეშე

 

 

როგორც ცნობილია, 2012 წელს, ხელისუფლებაში მოსვლისთანავექართულმა ოცნებამ“, სხვადასხვა საბაბით, შეაჩერა დედაქალაქისთვის მეტად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები. მათ შორის თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის და გელოვანის გამზირისა და სამტრედიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის საპროექტო სამუშაოები.


საზოგადოებას ახსოვს ხელისუფლების, მათ შორის მაშინდელი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის დავით ნარმანიას დაპირება, რომ ორივე პროექტი, ხარვეზების გამოსწორების შემდეგ განხორციელდებოდა.


მთავრობიდან მიღებული ოფიციალური წერილების თანახმად, ირკვევა, რომ შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგძელების საკითხის განხილვასქართული ოცნების მთავრობა, საუკეთესო შემთხვევაში მხოლოდ 2015 წლის ბოლოს დაუბრუნდება. ეს მაშინ, როდესაც ამ პროექტის თითქმის 80% უკვე დასრულებული იყო 2012 წლის ბოლოსთვის, უკვე დახარჯული იყო 200 მილიონ დოლარამდე, აშენებული იყო 12 ახალი ხიდი და 5 გვირაბი. 2 წლის განმავლობაში თუნდაც ახალი პროექტის დაუმუშავებლობა ნათლად მიანიშნებს ხელისუფლების პოზიციას, არ განახორციელოს ეს პროექტი.

 

რაც შეეხება ხიდის პროექტს, რომელიც დავით ნარმანიას დაპირების შესაბამისად, ხიდის დიზაინის დახვეწის შემდგომ განხორციელდებოდა, მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,  ამ მიმართულებით არანაირი სამუშაოები არ განხორციელებულა და არც სამომავლოდ არ იგეგმება, რაც ნიშნავს რომ მაშინდელი მინისტრის, დავით ნარმანიას დაპირება ტყუილი აღმოჩნდა.


აღსანიშნავია,  რომ დღეს მოქმედი რკინიგზა მრავალ პრობლემას უქმნის როგორც მოსახლეობას, ასევე ზოგადად თბილისის განვითარებას. გამჭოლი რკინიგზა ქალაქს ორ ნაწილად ხელოვნურად ყოფს, რის გამოც ქალაქი არათანაზომიერად ვითარდება. რკინიგზის მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო ქსელი განუვითარებელია, საავტომობილო კავშირები და მისადგომობა გართულებულია, უახლოესი სატრანსპორტო კავშირები მხოლოდ 4 კმ-შია. შესაბამისად, თბილისის ცენტრალური ნაწილი ქალაქისთვის გამოუყენებელი და განუვითარებელია, ხოლო სატრანსპორტო თვალსაზირისით რთულად მისადგომი.


რკინიგზის გადატანის შედეგად სატრანსპორტო ნაკადებისგან სრულად განიტვირთება მიმდებარე ქუჩები; მოეწყობა თბილისის აღმოსავლეთის (კახეთის) და დასავლეთის (მცხეთის) მიმართულებების შემაერთებელი უმოკლესი საავტომობილო მაგისტრალი, რაც გაადვილებს გადაადგილებას, როგორც გამჭოლი მიმართულებით, ისე ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან ორივე მიმართულებით; განვითარდება სატრანსპორტო ქსელი, გაიზრდება საავტომობილო კავშირები და მისადგომობა.


გასულ წლებში, გიგი უგულავას მერობის პერიოდში აშენებულმა ახალმა გზებმა, გვირაბებმა, ესტაკადებმა ბევრ მონაკვეთზე მოძრაობა განტვირთა და ააჩქარა, თუმცა ზემოაღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისადმი მოქმედი ცენტრალური ხელისუფლების უპასუხისმგებლო დამოკიდებულება და ამ ქალაქის სატრანსპორტო ქსელი განვითარების მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადაუდგმელობა განხორციელებული წარმატებული პროექტების შედეგებსაც ამცირებს, რაც დედაქალაქის მაცხოვრებლებისთვის აუტანელ საცობებს ქმნის. ამ მეტად მნიშვნელოვანი სატრანსპორტო პრობლემის გადაწყვეტის მიზნით ჩვენ ვთავაზობთ დედაქალაქის მთავრობას 2015 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს შემდეგი პროექტების განხორციელების ხარჯები:


1.   თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების გადაკვეთაზე საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა ესტაკადით;

2.  გივი კარტოზიას ქუჩის ბახტრიონის გვირაბის თამარაშვილის ქუჩასთან დამაკავშირებელი უსახელო გზის გადაკვეთაზე მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა;

3.  ვერის ხეობიდან გამომავალი ახალი მაგისტრალის გვირაბით დაკავშირება გმირთა მოედანზე არსებულ, ლაგუნასკენ მიმავალ გვირაბთან;

4.  სარაჯიშვილის ქუჩის (ვაშლიჯვარი) მარშალ გელოვანთან დაკავშირება ესტაკადით;

5.  მარშალ გელოვნის მოედანზე (ვეფხვი და მოყმესთან) საგზაო მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (გვირაბით);

6.  სააკაძის მოედანზე სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა გვირაბითუნივერსიტეტის ქუჩის და ბაგების დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობა;

7.  კოჯრის გზატკეცილის დაკავშირება (თაბორის მთის გავლით) გორგასალის ქუჩასთან (ახალი გზის მოწყობა);

8.  გალაკტიონის ხიდის მარცხენა მხარეს (უშანგი ჩხეიძის ქუჩაზე ასასვლელი) პანდუსის მოწყობა;

9.  მუხათგვერდისკენ მიმავალი ხიდის რეკონსტრუქცია და მოძრაობის აღდგენა;

10. შეშელიძის და გობრონიძის ქუჩის კვეთასთან მოძრაობის ორ დონეზე მოწყობა (მუხიანიდან მოძრავი მანქანებისთვის);

11. მდინარე მტკვარზე მარნეულის და რუსთავის გზატკეცილის ბოგდან ხმელნიცკის ქუჩასთან დამაკავშირებელი ხიდის აშენება.


ეს ჩამონათვალია ნაწილი იმ სატრანსპორტო კვანძების, სადაც განსაკუთრებით მწვავეა სატრანსპორტო საცობების პრობლემა. შესაბამისად, აუცილებელია მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული იყოს ყველა ამ კვანძის პროექტირების ხარჯი და ასევე თანხა მშენებლობისთვის, რომელთა აშენება მომავალ წელს უკვე შესაძლებელი იქნება.


 

იმედს გამოვთქვამთ, რომ დედაქალაქის მთავრობა და საკრებულოს უმრავლესობა ჩვენს ინიციატივებზე მიიღებს ადექვატურ გადაწყვეტილებებს და საკუთარ წვლილს შეიტანს დედაქალაქისთვის ამ მეტად საჭირბოროტო საკითხის მოგვარებაში და მომავალი წლიდან დაიწყებს ამბიციური პროექტის განხორციელებას - ,,თბილისი სატრანსპორტო საცობების გარეშე“.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4586
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია