საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
„რეგიონალური განვითარების შავი ზღვის ქსელის“ პროექტის პრეზენტაცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/11 14:01:42

აკაკი წერეთლის სახელობის . ქუთაისის №1 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ქუთაისის განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის ინიციატივით პროექტისრეგიონალური განვითარების შავი ზღვის ქსელისფარგლებში სამტრედიის მუნიციპალიტეტის სახელისუფლებო ორგანოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ბიზნესის წარმომადგენლებთან გაიმართა შეხვედრა.


შეხვედრაზე პირველ ეტაპზე პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რის შემდეგაც მონაწილეებმა მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების შესახებ იმსჯელს და კენჭისყრის პრინციპით  სამ ძირითად პრობლემა შეარჩიეს.რის მიხედვითაც შეიმუშავებენ რეკომენდაციებს და  განიხილავენ მათი გადაჭრის გზებ.


როგორც ქუთაისის განათლების, განვითარებისა და დასაქმების ცენტრში აცხადებენ, პროექტის მიზანია: რეგიონში არსებული პრობლემების გამოკვეთა, რეგიონის პოტენციალის განვითარების სტრატეგიის შემუშავება და სექტორებს შორის ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების გაზიარება.


პროექტირეგიონალური განვითარების შავი ზღვის ქსელის“ ვიშეგრადის საერთაშორისო ფონდის მხარდაჭერით იმართება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1956
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია