საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
10 ქვეყანა სექსუალური ძალადობის ყველაზე მაღალი სტატისტიკით (10 ფოტო)
2014/11/10 15:08:27

წარმოგიდგენთ მსოფლიოს 10 ქვეყანას, სადაც გაუპატიურების სტატისტიკური მაჩვენებლები ყველაზე მაღალია. შეიძლება გაგაკვირვოთ იმ ფაქტმა, რომ ათეულში შედიან ისეთი განვითარებული ქვეყნები, როგორიცაა აშშ, შვედეთი, საფრანგეთი, კანადა, გაერთიანებული სამეფო და გერმანია. ეს შეიძლება იმით აიხსნას, რომ განვითარებულ ქვეყნებში მსგავსი ძალადობის ფაქტები უფრო ხმაურდება (თუმცა აქაც საკმაოდ მაღალია არდაფიქსირებული შემთხვევების რიცხვი) და ისე არ იჩქმალება, როგორც ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში შიშის, სირცხვილისა თუ რეალური შედეგის მიღწევის უიმედობის გამო.




10. ეთიოპია



გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით ეთიოპიელი ქალების 60%-ს განუცდია სექსუალური ძალადობა. გაუპატიურება ქვეყნის ერთერთი ყველაზე სერიოზული პრობლემაა. ხშირია საცოლის მოტაცების ფაქტები მამაკაცთა გუნდის მიერ, რისთვისაც ხშირად ცხენებს იყენებენ. მომტაცებელი გადამალავს გოგონას და აუპატიურებს მას. მოტაცებული გოგონების ასაკი ხშირად 11 წელს არ აღემატება. გარდა ამისა, ეთიოპიის სამხედრო ძალებიც არაერთხელ იქნენ მხილებულნი სისტემატიურ ძალადობაში სამოქალაქო პირების მიმართ.



9. შრი ლანკა



შრი ლანკაში ჩვეულებრივი მოვლენაა უშიშროების სამსახურის წარმომადგენელთა მიერ ეჭვმიტანილთა გაუპატიურება და წამება. ეს წლების მანძილზე გრძელდება შრი ლანკას სამოქალაქო ომის დასრულების დროიდან. გაერთიანებული ერების მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებული კვლევების მიხედვით თემაზე “მამაკაცი და ძალადობა” დადგინდა, რომ შრი ლანკელი მამაკაცების 14,5%-ს განუხორციელებია სექსუალური ძალადობა ცხოვრებაში ერთხელ მაინც, 4,9%-ს – გასულ წელს, 2,7%-ს უძალადია სხვა მამაკაცზე, ხოლო 1,6%-ს მონაწილეობა მიუღია ჯგუფურ გაუპატიურებაში. ყველაზე საშინელი ის არის, რომ მოძალადე მამაკაცთა 96,5%-ს არანაირი სამართლებრივი პასუხისგება არ დაეკისრა. 65,8%-ს დანაშაულის შეგრძნებაც კი არ ჰქონია, 64,9%-ს ერთზე მეტჯერ უძალადია ქალზე, ხოლო 11,1%-ის შემთხვევაში სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 4-დან 5-მდე მერყეობს.



8. კანადა



რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს, კანადაში ოფიციალურად დაფიქსირებულია სექსუალური ძალადობის 2,516,918 ფაქტი. ეს კი რეალურად მომხდარი გაუპატიურების შემთხვევების მხოლოდ 6%-ია, რაც გაცხადებული იქნა პოლიციაში. Justice Institute of British Columbia-ს მონაცემებით კანადაში ყოველი მე-17-ე ქალი ხდება ძალადობის მსხვერპლი, 62%-ს ფიზიკური ზიანი მიადგა, ხოლო 9%-ს ცემისა და სხეულის სერიოზული დამახინჯების ნიშნები აქვთ.



7. საფრანგეთი



1980 წლამდე საფრანგეთში გაუპატიურება არ ითვლებოდა ოფიციალურ კრიმინალურ დანაშაულად. მე-19-ე საუკუნეში ძალადობის შემთხვევების განხილვა ხდებოდა მორალური კოდის დადგენილებათა მიხედვით. სექსუალური ძალადობის შესახებ კანონი 1992 წელს მიიღეს, ხოლო მორალური ძალადობის მარეგულირებელი- 2002 წელს. ბოლო კანონი ქალთა ძალადობის წინააღმდეგ კი გასულ წელს შევიდა ძალაში. სამთავრობო კვლევები აჩვენებს, რომ ქვეყანაში წელიწადში 75,000 გაუპატიურების ფაქტი ფიქსირდება, მსხვერპლის მხოლოდ 10%-მა შეიტანა სარჩელი სასამართლოში. საფრანგეთი მე-7-ე ადგილზეა ოფიციალურად დაფიქსირებული 3,771,850 ძალადობის შემთხვევით.



6. გერმანია



დაახლოებით 240 000 ქალი და გოგონა დაიღუპა გერმანიაში სექსუალური ძალადობის შედეგად. ტექნოლოგიურად და ეკონომიკურად ერთერთი ყველაზე განვითარებული სახელმწიფო გაუპატიურების მაჩვენებლით მე-6-ე ადგილზეა მსოფლიოში, ძალადობის მსხვერპლთა რიცხვი 6,507,394-ს აღწევს. აღსანიშნავია, რომ გერმანიაში კათოლიკური ეკლესიის მიერ ნებადართულია კონტრაცეპტივების გამოყენება ძალადობის მსხვერპლთათვის.



5. გაერთიანებული სამეფო



ბევრი ადამიანი ოცნებობს იცხოვროს ან ტურისტული ვიზიტით მაინც ესტუმროს გაერთიანებულ სამეფოს, მსოფლიოში ერთერთ ყველაზე განვითარებულ სახელმწიფოს. მათთვის ალბათ წარმოუდგენელია, რომ ქვეყანა ათეულში შედის სექსუალური ძალადობის სიხშირით. 2013 წლის იანვარში გამოქვეყნდა პირველი ერთობლივი ოფიციალური სტატისტიკური ბიულეტენი სექსუალური ძალადობის შესახებ, რომელიც აერთიანებდა იუსტიციის სამინისტროს, ეროვნული სტატისტიკის ოფისისა და საოჯახო ოფისის (Home Office) მონაცემებს. ბიულეტენი გამოვიდა სახელწოდებით „სექსუალური ძალადობის მიმოხილვა ინგლისსა და უელსში“. ამ დოკუმენტის მიხედვით, ყოველწლიურად ინგლისსა და უელსში დაახლოებით 85 000 ქალი ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ხოლო 400 000-ზე მეტ ადამიანზე განხორციელდა სექსუალური თავდასხმა გაუპატიურების მცდელობით. 5-დან ერთ ქალი (ასაკი 16-59) გამხდარა ამა თუ იმ ფორმით სექსუალური ძალადობის მსხვერპლი.



4. ინდოეთი



ინდოეთში სექსუალური ძალადობა უფრო და უფრო იზრდება. გაუპატიურება ერთერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული დანაშაულია ინდოეთში ქალების მიმართ. ინდოეთის ეროვნული კრიმინალური ბიუროს მონაცემებით 2012 წელს ინდოეთში 24,923 ძალადობის ფაქტი დაფიქსირდა, მაგრამ ექსპერტები აღიარებენ, რომ გაუხმაურებელი გაუპატიურების ფაქტები გაცილებით მეტია. ამ ოფიციალური რიცხვიდან 24,470 შემთხვევა ჩადენილია მშობლების/ოჯახის წევრის, ნათესავის, მეზობლისა თუ სხვა ნაცნობის მიერ. ანუ დანაშაულის 98% მოდის მსხვერპლისთვის ნაცნობ მამაკაცებზე. ინდოეთში ყოველ 22 წუთში ფიქსირდება სექსუალური ძალადობის ახალი შემთხვევა და ეს მხოლოდ გახმაურებული ფაქტებია. მსოფლიო შეძრა 2014 წლის მაისში ინდოეთის ერთერთ პროვინციაში მომხდარმა საზარელმა დანაშაულმა, როდესაც ჯგუფური გაუპატიურების მსხვერპლი 2 თინეიჯერი გოგონა ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვეს.





3. შვედეთი



შვედეთი პირველ ადგილზეა ევროპაში სექსუალური ძალადობის ოფიციალური მონაცემების მიხედვით. ხუთიდან ერთი ქალი ძალადობის მსხვერპლი ხდება. 2010 წლისათვის შვედეთის პოლიციამ დააფიქსირა დანაშაულის მაღალი მაჩვენებელი ქვეყანაში – 63 შემთხვევა ყოველ 100 000 მაცხოვრებელზე. ამ მონაცემებით ქვეყანა მესამე ადგილზეა მსოფლიოში. 2009 წელს დაფიქსირდა გაუპატიურების 15,700 შემთხვევა, რაც 8%-იან ზრდას გულისხმობს 2008 წელთან შედარებით, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში აღნიშნული დანაშაულის რიცხვი შვედეთში თითქმის 58%-ით გაიზარდა.



2. სამხრეთ აფრიკა



2012 წელს სამხრეთ აფრიკაში დაფიქსირებული სექსუალური ძალადობის შემთხვევების რიცხვი 65 000 აღწევს. ასეთი მაღალი კრიმინალური დონის გამო სამხრეთ აფრიკა ცნობილია როგორც „სექსუალური ძალადობის მსოფლიო დედაქალაქი“ (“rape capital of the world”). ორგანიზაციამ Community of Information, Empowerment and Transparency ჩაატარა გამოკითხვა, აღმოჩნდა, რომ 4000 შემთხვევითი გამოკითხული ქალიდან ყოველი მესამე გახდა ძალადობის მსხვერპლი ბოლო ერთი წლის განმავლობაში. სამედიცინო კვლევის საბჭოს მიერ (Medical Research Council) გამოკითხული მამაკაცების 25%-მა აღიარა მსგავსი დანაშაული, აქედან ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ ერთზე მეტ ქალზე უძალადია. ხოლო ოთხიდან სამს პირველი დანაშაული ჩადენილი აქვს თინეიჯერობის პერიოდში. გარდა ამისა, სამხრეთ აფრიკაში ერთერთი ყველაზე მაღალია არასრულწლოვანთა და ბავშვთა გაუპატიურების მაჩვენებლები. სასამართლოს წინაშე წარდომის შემთხვევაში კი მოძალადეს სულ რაღაც 2 წლით პატიმრობა ელის.



1. აშშ



მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფო არც სექსუალური დანაშაულის სიდიდის მხრივ უდებს ტოლს სხვა ქვეყნებს. მოძალადეთა 99%-ს მამაკაცები შეადგენენ, რაც შეეხება მსხვერპლს – 91% ქალია, ხოლო 9% მამაკაცი. „ეროვნული ძალადობა ქალთა წინააღმდეგ“ კვლევის (National Violence Against Women Survey) მიხედვით 6-დან 1 ქალი და 33-დან 1 მამაკაცი ცხოვრების მანძილზე ერთხელ მაინც გამხდარა სექსუალური ძალადობისა თუ დანაშაულის მცდელობის მსხვერპლი. კოლეჯის ასაკის გოგონებში კი ეს რიცხვი გამოკითხულთა მეოთხედს აღემატება. აღსანიშნავია ისიც, რომ ძალადობის მხოლოდ 16% ხმაურდება, აქედან უმრავლესობა ჩადენილია შენობის შიგნით, გარეთ მსგავსი დანაშაული ნაკლებად ხდება.





წყარო - blogin.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4804
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია