დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თბილისში ქართული ყველის ფესტივალი 2014 გაიმართა
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/11/08 17:58:27

 

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის ორგანიზებითსაგამოფენო ცენტრში  „ექსპოჯორჯიაუკვე ტრადიციადქცეული ყოველწლიური ყველის ფესტივალი გაიმართა.

ღინისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ და საქართველოს ყველის მწარმოებლთა გილდიის თავმჯდომარემ, ანა მიქაძე-ჩიკვაიძემგახსნეს.

 

,,საქართველოში ყველის წარმოების კულტურა ისეთივე უძველესია, როგორც ღვინის. მსგავის ღონისძიებებიც სწორედ ქართული ყველის პოპულარიზაციას და საუკუნეების მანძილზე დაკარგული სახეობების აღორძინებას ემსახურება. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს ქართულიყველის წარმოების ტრადიციების ხელშეწყობას და ქართული პროდუქციის ცნობადობის ამაღლებისკენ მიმართული პროექტებისმხარდაჭერას. ეს დაეხმარება ქართულ ნაწარმს ევროპულ ბაზარზე ძლიერი პოზიცია დაიმკვიდროს“, - განაცხადა ოთარ დანელიამ.


წლევანდელ ფესტივალზე საქართველოს ყველა რეგიონიდან წარმოდგენილი იყო 60-მდე სახეობის ყველი, მათ შორის: დამბალ-ხაჭო, მუჩლი, გუდა, ჩეჩილი, ჩოგი, ტენილი, ნარჩვი, ლაგუჯიში, სულგუნი, ბერქეიზი, თაფლში და ღვინოში დავარგებული ყველი, პარმეზანი, ყველის როლების ხვადასხვა გულსართით, ბეშუმური, ჭაჭამოდებული, თხის ყველი და სხვა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ როგორც ტრადიციული, უძველესი რეცეპტით დამზადებული ქართული ყველის სახეობები, ასევე – საქართველოში წარმოებული ევროპული ბრენდირებული ყველის ანალოგები. 2014 წლის ყველის ფესტივალზე წარმოდგენილი იყო უძველესი რეცეპტების მიხედვით აღდგენილი  2 სახეობის ახალი ყველი - აჭარული ,,შუშველადა ციკნის ფაშვში დავარგებული მესხური ყველი.


ყველის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დაეგემოვნებინათ და შეეძინათ სხვადასხვა სახეობის ყველი, მონაწილეობა მიეღოთ ყველის დამზადების პროცესში და თვალი ედევნებინათ ოსტატების მიერ ელარჯისა დათაშმაჯაბის დამზადების პროცესისთვის.

 

ფესტივალის ფარგლებში, მოეწყო საქართველოში ყველის წარმოებასთან დაკავშირებული ისტორიული არტეფაქტების მინაბაძების გამოფენა. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, გაცნობოდნენ უკვე დაპატენტებული 14 სახეობის ყველის, ასევე ახლო მომავალში დასაპატენტებელი  ყველისა და ღვინის ნიმუშებს.

 

ფესტივალის ფარგლებში გაიმართა კონკურსიცსადაც 8 კატეგორიაში 12 გამარჯვებული კომპანია გამოვლინდა. ესენია:

 

კატეგორია ტრადიციული ქართული ყველი

1.      ი/მ სოსო შავალაძე

2.      კომპანია ,,ნატურალ +“

3.      ი/მ გესან თვაური

კატეგორია საუკეთესო ახლადაღდგენილი ქართული ყველი

1.      ი/მ გალინა ინასარიძე

2.      კუმურდოს ეპარქია (ახალქალაქი)

კატეგორია საუკეთესო ევროპული ყველი

1.      ი/მ ნანა დათაშვილი

2.      სანტე ალპია

კატეგორია ხალხისრჩეულიყველი

1.      ჩიზკოო

კატეგორია ყველაზე ორიგინალური ყველი

1.      ტიბაანი

კატეგორია ყველის ყველაზე ორიგინალური წარმოჩინება

1.      სანტე

კატეგორია ყველაზე ორიგინალური გაფორმება

1.      სამეგრელო - ზემო სვანეთის სტენდი

კატეგორია ყველაზე ორიგინალური პოზიციონირება

1.      სანათას სახლი


 

ყველის მწარმოებელთა გილდიის ინიციატივით, მომავალ წელს ყველის ფესტივალის ფარგლებში ღონისძიებების გამართვა საქართველოს რეგიონებში იგეგმება.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 6667
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია