დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"ნუ შეეცდები ჩემ შეცვლას, შეცვალე გარემო"–შშმ პირთა აქცია ქუთაისში
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/06 15:22:45

"ნუ შეეცდები ჩემ შეცვლას, შეცვალე გარემო", "თანასწორუფლებიანები ვართ"–ამ ლოზუნგებით საკუთარი უფლებების დასაცავად ქუთაისში, მესხიშვილის თეატრის წინ შშმ პირებმა აქცია გამართეს.


აქციის წევრებმა მათი მთავარი მესიჯი ამჯერად  საზოგადოებას გაუგზავნეს, რადგან მათი უფლებების დაცვა მოხდეს.


ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოს" ქუთაისის ფილიალის ხელმძღვანელის, ნათია გუდავას განცხადებით, მათი ორგანიზაცია სხვა ორგანიზაციებთან ერთად ახორციელებდა შშმ პირთა ადვოკატირების ქსელის დაფუძნებას. ორგანიზაციის წარმომადგენლები შეხვდნენ ქალაქის მერ შოთა მურღულიას და მიიღეს პირობა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში შშმ პირთა პრობლემების მოსაგვარებლად სოლიდური თანხა იქნება გათვალისწინებული.

როგორც ნათია გუდავა აღნიშნავს, დღევანდელი აქციით საზოგადოებას მოუწოდებენ: ნუ გაანადგურებენ ავტობუსებს, რომლებიც შშმ პირებზე იქნება მორგებული, ნუ დააზიანებენ პანდუსებს და ტროტუარებს, ასევე შშმ პირთათვის გამოყოფილ პარკირების ადგილზე არ გააჩერონ ავტომობილები, დაიცვან ამ ადამიანების უფლებები და იყვნენ სოლიდარულები.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2853
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია