საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში „მცირე ბიზნესის განვითარების“ პროექტის წარმომადგენლები მცირე მეწარმეებს შეხვდნენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/06 14:34:39

ქუთაისში დამწყები მეწარმეების კონფერენცია, მცირე ბიზნესის წამოწყება და განვითარება საქართველოში გაიმართა.


შეხვედრაში მონაწილეობა პროექტის, „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის“, ფარგლებში დაფინანსებულმა 40 –მა წარმატებულმა მცირე მეწარმემ, იმერეთის, გურიისა და სამეგრელოს რეგიონების ადგილობრივი ხელისუფლების და ბიზნეს-ორგანიზაციების წარმომადგენლებმა (საბანკო-საფინანსო, სავაჭრო, სადაზღვევო, მომსახურების) მიიღეს.


“საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია“ 2012 წლიდან ახორციელებს პროექტს, „მცირე ბიზნესის განვითარების პროექტი დასავლეთის მიმართულების საექსპორტო ნავთობსადენის (ბაქო-სუფსის) მარშრუტისთვის“, რომელიც ინიცირებული და დაფინანსებულია BP-სა და მისი პარტნიორების მიერ საქართველოს მილსადენის  კომპანიის ფარგლებში.


პროექტის მიზანია დასავლეთის მიმართულების (ბაქო-სუფსის) საექსპორტო მილსადენის გასწვრივ მდებარე თემების კეთილდღეობის გაუმჯობესება ბიზნესის წამოწყების ხელშეწყობის გზით, რაც თავის მხრივ დაეხმარება BP-სა და თემებს შორის ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას“–განაცხადა „მცირე ბიზნესის განვითარების“ პროექტი მენეჯერმა ირინა ფრუიძემ.

 

პროექტის ფარგლებში ხელი შეეწყო სამიზნე თემებში (116 სოფელი) მცირე ბიზნესის წამოწყებას და დევნილთა დასახლებებში (4 დასახლება: წეროვანი, ხურვალეთი, შავშვები და სვენეთი) ახალგაზრდების უნარ-ჩვევების განვითარებას.


მცირე ბიზნესის განვითარებისთვის სამიზნე რაიონებია: გარდაბანი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, აბაშა, ლანჩხუთი. ამ რაიონებში, პროექტის ფარგლებში, 281 მცირე ბიზნესი 1500 ლარით დაფინანსდა.


კონფერენციაში მონაწილე მეწარმეების საქმიანობის ძირითადი სფეროებია: სასათბურე მეურნეობა, მეფუტკრეობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, საცალო ვაჭრობა, მომსახურება და წარმოება (მინი-საწარმო).


მცირე მეწარმეთა განცხადებით,  პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებთ მათ საკუთარი ბიზნესის განვიტარება და საჭირო ინვენტარის შეძენა მოახდინეს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1930
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია