დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კონკურსით შერჩეულ თანამშრომლებს მერიაში სამი თვე დააკვირდებიან
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/06 12:39:40

ქუთაისის მერიის მიერ გამოცხადებულ კონკურსში განცხადების მიღება დასრულდა. ადგილობრივ თვითმმართველობაში შესული განაცხადებმა 4000 გადააჭარბა.


მერიაში კონკურსი მხოლოდ 179 ადგილზეა გამოხადებული. საკონკურსოსაატესტაციო კომისიამ განაცხადების განხილვა 5 დღეში უნდა დაასრულოს. ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა ატესტაციისა და კონკურსის პირველი ეტაპის-ტესტირების ჩატარების თარიღად 16 ნოემბერი, ხოლო მეორე ეტაპის-გასაუბრების ჩატარების დრო 25 ნოემბრიდან 25 დეკემბრის ჩათვლით განისაზღვრა.


კონკურსის მეორე ეტაპს ტესტირება წარმოადგენს. რის შემდეგაც ტესტირება გავლილი კონკურსანტები გასაუბრებას გაივლიან.


შერჩეული კონკურსანტები თანამდებობაზე სამთვიანი გამოსაცდელი ვადით დაინიშნებიან. იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული მასზე დაკისრებულ ვალდებულებას თავს ვერ გაართმევს, მის მიერ დაკავებულ ადგილზე ხელახალი კონკურსი გამოცხადდება და ახალი კანდიდატი კვლავ კონკურსის გზით შეირჩევა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2388
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია