დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
თამარ ბერუჩაშვილი თანამდებობაზე დაბრუნდა
2014/11/06 12:16:13

პრემიერ-მინისტრთან საუბრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ ვრჩები თანამდებობაზე, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ თამარ ბერუჩაშვილმა განაცხადა. ბერუჩაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცევადი პროცესი. 
"გუშინ მქონდა პირადი დეტალური საუბარი პრემიერ-მინისტრთან, რის შემდეგაც გადავწყვიტე და ვრჩები ჩემს თანამდებობაზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ევროინტეგრაცია იქნება შეუქცეცადი პროცესი და ვთვლი, რომ ჩემი ვალდებულებაა ჩემი გამოცდილება და კომპეტენცია მაქსიმალურად მოვახმარო ამ პროცესს", - განუცხადა თამარ ბერუჩაშვილმა ტელეკომპანია "იმედს". 


გუშინ, თამარ ბერუჩაშვილმა მაია ფანჯიკიძესთან და სხვა მოადგილეებთან ერთად გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს არ შეუძლია მინისტრის მოადგილის თანამდებობის დატოვების გარდა სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან ხედავს, რომ საქართველოს ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. 


"მე ვარ კარიერული დიპლომატი. ჩემი 23 წლის პროფესიული საქმიანობა დაკავშირებულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარებაზე და ევროპული მომავლის უზრუნველყოფაზე. დღეს არ შემიძლია სხვა გადაწყვეტილება მივიღო, რამეთუ ვხედავ, რომ ქართველი ხალხის ევროპული არჩევანი საფრთხეშია. იმედი მაქვს, რომ ჩვენ მოგვეცემა საშუალება გავაგრძელოთ ჩვენი ევროპული პრიორიტეტების განხორციელება. მინდა ვთქვა, რომ არსად არ მივდივარ, არავითარ შემთხვევაში არ დავტოვებ ამ თემას და ღრმად მწამს, რომ ევროპული მომავალი არის საქართველოს მომავალი", - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა. 

 

წყარო: http://www.interpressnews.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2663
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია