საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
რა ხდება ცაგერში?
ბელა საღინაძე: "ჩანერგილმა ნაცებმა ცაგერი ამჟავებულ აჯაფსანდალს დაამსგავსეს!" (VIDEO)
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/11/06 00:50:14

ცაგერის საკრებულოს წევრმა, კოალიცია“ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, ბელა საღინაძემ რედაქციას წერილი გამოუგზავნა, სადაც ის ცაგერის რაიონში არსებულ „ყვარყვარიზმის“ შემაშფოთებელ ფაქტებზე საუბრობს და აცხადებს, რომ აქ ხელისუფლებაში მთავარი  ფიგურები ისევ  „ნაციონალები“  არიან, რომლებიც „ოცნების“ წარმომადგენლებს დაუფარავად ებრძვიან და თან, ადგილობრივ ბიუჯეტს აჩანაგებენ.

 მაინც, რა ხდება ცაგერში, ამის თაობაზე ბელა საღინაძის წერილიდან შეიტყობთ:


„თვალს ვადევნებ თქვენს წერილებს. ვიცი, დუმილს ყოველთვის როდი აქვს ოქროს ფასი. როცა უკანონობას ხედავ და ხმას არ იღებ, თავად ხდები ამ უკანონობის მონაწილე, სხვა საკითხია-არ იღებ, თუ ვერ იღებ!

საკუთარ პერსონაზე საუბარს ნამდვილად არ ვაპირებდი, მაგრამ აუცილებლობა მოითხოვს, მოვლენებს თანმიმდევრობით მივყვე. ნაციონალურ მოძრაობასთან არასოდეს ვყოფილვარ წილნაყარი, 9 წელი მათ წინააღმდეგ ბრძოლაში გავატარე, მეორე მოწვევის საკრებულოს წევრი ვარ. 2010 წელს ,,ალიანსი საქართველოსთვის’’ პროპორციული სიით გავხდი დეპუტატი. სულ ორი ოპოზიციონერი ვიყავით, 23 კი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები იყვნენ, სიმართლისათვის ბრძოლაში უკან არასოდეს დამიხევია, პრინციპებისათვის არასოდეს მიღალატია და აღარ ვიცი, სასაცილოა თუ სატირალი, ვინც მაშინ გვებრძოდა ხმალამოღებული, სამწუხაროდ, დღეს ისევ მებრძვის და მებრძვის უტიფრად-უკვე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის სტატუსით.

პიროვნება, რომლის აკვანიც დიახ, ნაციონალურმა მოძრაობამ ,,დაარწია’’ და ,,არწევს’’ დღესაც. ვინ არიან ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი პირები? სამწუხაროდ, თავმჯდომარეც და მოადგილეც ,,წითლები’’ არიან, 5 ნომრიანი წითლები. ვერ დავიჯერებ, რომ საქართველოს რომელიმე რეგიონში ანალოგიური სიტუაცია იყოს-გამგეობის თითქმის ყველა სამსახურის და განყოფილების უფროსი, ერთი-ორის გამოკლებით, ნაციონალია. საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილე, აპარატის უფროსი, ახლადშექმნილი განყოფილებები-სულ ნაციონალებია. Aასე, რომ გადაწითლებულია ცაგერის რაიონი. Yყველაზე დიდსტაჟიანი ნაციონალია საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ბ.ღურჭუმალიძე-2006წ.საკრებულოში ის გახლდათ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე. 2010 წელს ადგილობრივი არჩევნების დროს კენჭი იყარა ქ.ცაგერის მაჟორიტარად ნაციონალური მოძრაობიდან. მთელ ცაგერს ახსოვს, მაშინდელ გამგებელს, დ.ასათიანს, ყველა ძალის ამოქმედება დასჭირდა (,,კუდი’’, ,,სოდი’’, პოლიცია), რომ როგორმე გაეყვანა. ისიც კარგად ახსოვთ, ,,ალიანსის’’ კანდიდატის მხარდასაჭერად ჩამობრძანებულ დ.უსუფაშვილს და ი.იმერლიშვილს ბაღში შეხვედრაზე პირდაპირ რკინის კარებზე გადმოუხტათ იმის დასამტკიცებლად, რომ ის ყველაზე მაგარი იყო. 2010 წელს ნაციონალებმა დანიშნეს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.


რა დამავიწყებს, როცა ბატონი ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკის ზღურბლზე გამოჩნდა და მისი მოქალაქეობის აღდგენისათვის ხელმოწერებს ვაგროვებდით-სულ 3500 ხელმოწერა შევაგროვეთ ცაგერში, პასუხისმგებლობა მე მეკისრებოდა ამ ხელმოწერების შეგროვებაზე, რა წესებს არ იყენებდნენ ჩვენს წინააღმდეგ, სოფლებში მათგან დაგეშილი ნაციონალები უსაფრთებოდნენ ჩვენს ხელმომწერებს, როგორი დამცინავი, ამაზრზენი სიტყვებით მოიხსენიებდნენ ბატონ ბიძინას, როგორ გვდევნიდნენ. კარგად მახსოვს, საკრებულოს სხდომაზეც კი გავაკეთე განცხადება. მერე მათმა დიდმა მიხეილმა საავადმყოფოს შენობა გახსნა-ამ ხალხმა ბიუჯეტიდან თანხები გამოყო მიხოსთვის ბევრი წითელი ვარდი რომ დაეხვედრებინათ, ჩვენ კი ,,ქართული ოცნების’’ 200 ცალი გაზეთი დავარიგეთ იქ იძულებით შეკრებილ ხალხში. ისიც ძალიან კარგად მახსოვს, ცაგერის პოლიცია რომ ვერ მოვიდა ამ გაზეთების ჩამოსართმევად და სწორედ ამათმა, დღეს რომ ,,ხელმძღვანელების’’ სკამი მიითვისეს, ხონის პოლიცია მოგვიგზავნეს.  2012 წლის 4 ივნისს ბ.ღურჭუმალიძეს ,,დაავიწყდა’’ დ.ასათიანის დიდი შრომა-გარჯა მის გადეპუტატებაზე და ,,კუდელი’’ არჩაიას დახმარებით მას ,,გააძრო’’ გამგებლის სკამი. Aაი, აქედან კი იწყება მართლაც თავდავიწყება! Aახლოვდება საპარლამენტო არჩევნები, მე ჩემს თანამოაზრეებთან ერთად ბევრჯერ გავხდი ასეთი ფაქტების მომსწრე: გამგეობის შენობაში მხოლოდ 4-5 ადამიანი იყო, ვინც მაშინ ,,ქართული ოცნების’’ გაზეთის წაკითხვას ბედავდა.

მაშინდელი გამგებელი ბ.ღურჭუმალიძე ხშირად გვემუქრებოდა-,,თავი დაგვენებებინა ამ მაკულატურის გავრცელებისათვის, თორემ მალე მოვა 1 ოქტომბერი და ჩვენ ბრიგინ-ბრიგინით ჩაგვარბენინებდნენ გამგეობის კიბეებზე’’. მერე ოჯახი, ბავშვები მივატოვე და რაჭაში წავედი ,,ინფო-9’’-ის ჟურნალისტად. Mმრცხვენოდა, ვანოს, გიგის შეხვედრებზე ყველაზე მეტი ხალხი ლეჩხუმიდან გადმოდიოდა, არსებობს ,,ინფო-9’’-ის მასალები ამის შესახებ-და ამ ხალხს მაშინ ამაყად მოუძღოდათ გამგებელი ბ.ღურჭუმალიძე.


  2012 წ. 21 აგვისტოს ცაგერის მუნიციპალიტეტის 3 დაუმორჩილებელ საჯარო სკოლაში ნაციონალების შტაბის მესვეურებმა, სადაც მთლიანად იყო ჩართული ბ.ღურჭუმალიძე, შემოიყვანეს გენერალური ინსპექცია, როგორც თვითონ ამბობდნენ, დასასჯელად და ჭკუის სასწავლებლად. ერთ-ერთი იყო ცაგერის საჯარო სკოლა, რომლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეც მე გახლდით. რაჭაში დამირეკა სკოლის დირექტორმა და მთხოვა, სასწრაფოდ გადმოვსულიყავი, კითხვებზე უნდა მეპასხუა. დაძაბული სამუშაო რეჟიმი მქონდა, (ნახეთ რაჭაში ჩემს მიერ მომზადებული სიუჟეტები) 2 დღის შემდეგ მოვახერხე ცაგერში ჩამოსვლა. იცით, როგორ მიყურებდნენ გენერალური ინსპექციის სულ ახალგაზრდა ბიჭები?-როგორც რეციდივისტს. იურისტმა ასეთი კითხვით მომმართა, როგორ მოვხვდი მე, ოპოზიციონერი, ცენტრალური სკოლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ? ღიმილით ვუპასუხე, რომ ამირჩიეს და კითხვა იქეთ შევუბრუნე-საიდან ფლობდა ასე დაწვრლებით ჩემს შესახებ ინფორმაციას? Mმიპასუხა, რომ ყველაფერი იცოდა რაიონის ხელმძღვანელობისაგან. დამიწყო შეგონება, რომ ნაცები კიდევ დიდხანს იქნებოდნენ ხელისუფლებაში და მე გავფრთხილებოდი შვილებს და საკუთარ თავს. გადაუჭარბებლად ვიტყვი, საკუთარი სიცოცხლეც კი საფრთხეში ჩავაგდე. დიახ, ჩემნაირმა გაუტეხელმა, უშიშარმა ადამიანებმა, ხალხმა, რა თქმა უნდა, ბატონი ბიძინას ძალისხმევით მოვიყვანეთ 1ოქტომბერი, სხვანაირი 1ოქტომბერი და არა ისეთი, როგორითაც გვემუქრებოდა ბ.ღურჭუმალიძე. როცა მე და ჩემნაირები თავგანწირულად ვიბრძოდით, ბ.ღურჭუმალიძე და ძმანი მისნი პრეზიდენტის ფონდიდან გამოყოფილ თანხებს 560,0 ათას ლარს, ნაციონალი მაჟორიტარის შტაბში ანაწილებდნენ მასთან და გამგებელთან დაახლოებულ პირებზე, ნაციონალებზე, ისე რომ ხარჯთაღრიცხვები არ იყო შედგენილი. რაღა თქმა უნდა, ეს აისახებოდა მუნიციპალიტეტის საფინანსო-ეკონომიკურ შედეგებზე. ყველაფერი კარგად ჩანს ცაგერის მუნიციპალიტეტის გამგეობის 2011-2013 წლების საფინანსო-ეკონომიკური შედეგების შესაბამისობის აუდიტის დასხკვნიდან.

დიახ, ყოფილი გამგებელი ბ.ღურჭუმალიძე, რომელსაც პასუხისმგებლობა ეკისრება 2012 წელში მთელ რიგ შეუსაბამობებზე და კანონმდებლობის დარღვევით დაუსაბუთებლად ანაზღაურებულ რამდენიმე ათეულ ათას ლარზე, მისმა დირექტორმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ ,,დაგვინიშნა’’.


რაიონის ნაციონალი მაჟორიტარი, როცა მისმა პარტიამ ქვეყანაში არჩევნები წააგო, იძულებული გახდა მისი ფავორიტი ბ.ღურჭუმალიძე გამგებლის თანამდებობიდან გადაეყენებინა და თავის ბიუროში წაეყვანა. ამით უნდოდა, ჩვენი ხელისუფლებისთვის ესიამოვნებინა და თვალში ნაცარი შეეყარა, რაც სამწუხაროდ, გადასარევად მოახერხა. როცა 2014 წლის ადგილობრივი არჩევნები მოახლოვდა, მან მოინდომა კოალიცია ,,ქართული ოცნების’’ მაჟორიტარული და პროპორციული სიები თავისი ყურმოჭრილი ნაციონალებით აევსო. მოინდომა და აისრულა-ქ.ცაგერის მაჟორიტარად დასახედა ნაციონალი, ამჟამად საკრებულოს თავმჯდომარე ბ.ყურაშვილი. ბ.ღურჭუმალიძის ,,კოალიციის’’ კვოტით ჩასმა გაუპროტესტეს, თანხმობა ვერ მიიღო და ის საინიციატივო ჯგუფით დაუპირისპირდა ღვირიშის თემში ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატს. Nნაციონალი ხაბულიანი კოალიციის ერთგულებას ეფიცებოდა ზევით, აქ კი ცაგერში, აბობოქრებული გვებრძოდა ,,ქართული ოცნების’’ კანდიდატებს. მე ლუხვანოს თემის მაჟორიტარი ვარ, ჯერ თავისი ფირმა ,,ცეკურის,, თანამშრომელი ჩამისვა საინიციატივო ჯგუფით, როცა კითხვა დავსვი, ბოლოსდაბოლოს ვის უჭერდა მხარს ხაბულიანი, მისმა ბიუროს ხელმძღვანელმა მიპასუხა, რომ კოალიციას და ეს პიროვნება კანდიდატად აღარ წარადგინოს, მისი ფირმის თანამშრომელი იყო და მთლად ღია ბრძოლა გამოსდიოდა. Mმან კოალიციის კანდიდატებს ჩაუსვა თავისი კანდიდატები და ,,ქართულ ოცნებას’’ 16 მაჟორიტარიდან უხეშად რომ ვთქვად, ,,წაართვა’’ 6 მაჯორიტარი. ისმის კითხვა-რანაირად უჭერს ხაბულიანი ,,ქართულ ოცნებას’’ მხარს, როცა პოლიტსაბჭოზე გადაწყვეტილი კოალიციის კანდიდატების ჩასაძირად ყველაფერი გაიღო.პირადად მე მებრძოდა ყველა გზითა და ხერხით.ვის აღარ ურეკავდნენ ტელეფონზე,იტალიაში სამუშაოდ წასული ჩემი თანასოფლელებიც კი მოძებნეს.იმდენად გადავიდნენ ზღვარს,რომ საჯარო სამსახურებშიც ურეკავდნენ ჩემს მოგვაერეებს მისი ბიუროს წარმომადგენლები,რომ სერგოს ინტერესებში იყო,რომ მე არჩევნები აუცილებლად უნდა წამეგო.არაფერი გამოუვიდათ,ვერ გატეხეს,ვერ იყიდეს ჩემი თემის მოსახლეობა.2წელი გავიდა მისი მაჟორიტარობიდან და ჩემი თემის მოსახლეობას ის არჩევანიდან თვალით აღარ უნახავს. ხალხის ნებას ვერ აჯობა და გავიმარჯვე 72%–ით,ზემოთ ვახსენე,რომ კოალიციის ქვედანაყოფებში მან მოახერხა გარიგება იქ შერჩენილი ნაცების მეშვეობიოთ და მაჟორიტარული და პროპორციული სია ნაცებით გადაფარა და სწორედ ამ ხალხის გამოყენებით,პირველ რიგში კი საკრებულოს თავმჯდომარის ძალისხმევით მოახერხა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ დასახელებული ჩემი კანდიდატურა ჩაეგდო 4 ხმით.


თავად საკრებულოს თავმჯდომარემ არაერთგზის აღიარა,რომ ეს ხაბულიანის დავალება იყო.განმეორებით კენჭისყრა რომ ვითხოვეთ,რა დამავიწყებს,როგორ წამოხტა სკამიდან ჯერ დაუსახელებელი ბ.ღურჭუმალიძე,ნერვებმა უმტყუნა და არავითარ შემთხვევაშიო,გაჰყვიროდა.ხაბულიანის მუქარა და შანტაჟი ტელეფონით გრძელდებოდა ჩემს თვალწინ საკრებულოს წევრებზე.პირდაპირ აგინებდათ,კინაღამ ხომ გავიდა საღინაძე,რატომ მიიღო ამდენი ხმებიო.ასეთი ზეწოლით და შანტაჟით დაგვინიშნა ნაციონალმა ხაბულიანმა ნაციონალი ღურჭუმალიძე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ.მაგრამ მისი სცენარი აქ არ მთავრდება–უახლოეს გეგმებში შედის საკრებულოს თავმჯდომარედ ბ.ღურჭუმალიძის დანიშვნა. ვინ ან რა შეუშლის ხელს.რომ ესეც აისრულოს? შანტაჟი და მუქარა ჩემს მიმართ არ შეწყვეტილა,როცა სოციალურ საკითხთა კომისიის თავ–რე გავხდი და სამუშაო ოთახი მოვითხოვე,მოადგილე ღურჭუმალიძე ასე დამემუქრა: ,,ხმა გაიკმინდე,სასამართლოებში გაწანწალებ,სინაზე გაბმული ძაღლივით უნდა გაყეფო მთელი 4 წელიო(?!)“. მერე აპარატის უფროსმა დაურეკა ტელეფონით ჩემს მეუღლეს,სთხოვა რომ საკრებულოს თავ–რესთან მისულიყო. ბატონმა მოადგილემ ჩემს მეუღლეს უთხრა:,,რომ თუ არ გავჩერდებოდი და ხმას ამოვიღებდი,ის შეკრებდა ,,თავის ბიჭებს“ და თანამდებობიდან გადამაყენებდა(?!)’’.


ეს მისგან უცხო არაა,შანტაჟი და მუქარა ახალაიების,ყოფილი ,,კუდელის“ არჩაიას,გივია თარგამაძესთან აქვს ნასწავლი. არ დაგავიწყდეთ მათი თანაგუნდელი,მათი იდეების გამტარებელია ეს ბატონი.ესეც არ იკმარა და მერე მეუღლეს თვითონ დაურეკა ტელეფონზე–,,საქმის გარჩევას გასწავლი როგორ უნდაო.“ეჭვი არ მეპარება,ესეც ხაბულიანის დავალებაა იმისთვის,რომ როგორც თვითონ იტყვიან,ჭკუა მასწავლონ. ერთი რამ ვერ გავიგე– რატომ და რისთვის უნდა მაწანწალონ უდანაშაულო ქალი სასამართლოებში დამნაშავეებმა. მათ ავიწყდებათ პირველი,რომ ქალი ვარ და ტონს დაუკვირდნენ და მეორე,საკრებულოს წევრზე მუქარა და შანტაჟი კანონით ისჯება.თუმცა,ამათგან მე არაფერი გამიკვირდება,არც საქციელი,არც ლოგიკა.მიკვირს ერთი რამ–გაიძახიან,თითს ვერავინ დაგვაკარებს,ვიდრე ერასტი მეტრეველი(ლაპარაკია კოალიციის რეგიონალურ შტაბის უფროსზე) მალხაზ მჭედლიშვილი კოალიციის ცენტრიდან,ასახელებენ სპეც.სამსახურის რეგიონალურ ხელმძღვანელს, პოსტებზე არიანო. ნამდვილად არ მინდა დავიჯერო,რომ მათ მიერ დასახელებული ადამიანები მონაწილეობენ ნაციონალების დადგმულ სცენარში. მაგრამ ,,კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო“... სამწუხაროდ, ბევრი უტყუარი ინფორმაცია მაქვს არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ რაც ცაგერის რაიონში ხდებოდა და ხდება. კი,ბატონო,არსებობს კალამი ნებისმიერი ადამიანის მომავლის დასაწერად,მაგრამ მაჩვენეთ საშლელი,ვინმეს წარსულის წაშლა რომ შეძლოს? ამონარიდი სახელმწიფო აუდიტის დასკვნიდან: ,,2012 წლის პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე 73 ხელშეკრულების ფარგლებში,მიმწოდებლის მიერ დაქირავებულ მანქანა–მექანიზმების ღირებულებაზე დარიცხული და შემსყიდველის მიერ ფაქტობრივი დანახარჯების წარმოდგენის გარეშე დაუსაბუთებლად ანაზღაურებადი ზედნადები ხარჯი და გეგმური დაგროვება ჯამური თანხით–31 ათასი ლარი.

2012-2013 წ. ცაგერის მუნიციპალიტეტის მიერ სხვადსხვა მიმწოდებელთან გაფორმებული ხარჯთაღრიცხვები მოიცავდა გაუთვალისწინებელ ხარჯებს,მაგრამ მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესრულებული სამუშაების აქტებში გაშიფრული ის არის ამ მუხლით გაწეული ხარჯი. აღნიშნულიდან გამომდინარე ვერ ხერხდება 13,8 ათასი ლარის გაუთვალისწინებელი ხარჯის რეალობის დადასტურება.

 ამის შემომქმედი,ხელმომწერი გახლავთ მაშინდელი ნაციონალი გამგებელი ბ.ღურჭუმალიძე. ახლა ვეკითხები, ზემოთ დასახელებულ პირებს,ბატონებო,რანაირი საშლელი გამოიგონეთ ისეთი,რომ სახელმწიფო აუდიტის დასკვნას შლით? მაშინ როგორ,ვისი ხათრით,რის საფასაურად აუნთეთ მწვანე დამნაშავე ნაციონალ გამგებელს ჩემს ხელისუფლებაში? რატომ იყო გასაიდუმლოებული საარჩევნო სიები საოლქო კომისიაში შეტანამდე, თქვენ ხომ უშუალოდ იყავით ჩართული ამ სიის ფორმირებაში? ბევრი კითხვა არსებობს, მთავარი კი–რატომ იშვერენ თავად ისინი თითს თქვენსკენ? სულ ახლახან ცაგერში საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარედ აირჩიეს საკრებულოს თავ–რე. რაღა თქმა უნდა.ამ კომისიაში უსათუოდ ვიხილავთ მოადგილე ბ.ღურჭუმალიძეს,რომელმაც ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს 1 ოქტომბერს სისხლი ნამდვილად ვერ გაგვიშრო,რადგან ქვეყნის მასშტაბით მისმა ნაციონალებმა კრახი განიცადეს, ცაგერში კი იზეიმეს ნაციონალებმა საყვირებით გამარჯვება და ,,მავანთა“ ხელშეწყობით ზეიმობენ დღესაც, რადგან ყველა საკვანძო თანამდებობა დამნაშავე ნაცებმა დაიკავეს სწორედ მათი წაქეზებით და რეკომენდაციით.


აი,ახლა კი ბ.ღურჭუმალიძე ნამდვილად შეასრულებს  მუქარას და ჯავრს ამოიყრის ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენლებზე. როგორც ჩანს,მამაზეციერმა ესენი მთლად გაასულელა, თორემ საკრებულოს თავ–რის მოადგილე და აპარატის უფროსი ვეღარ მალავენ სულში რაც უზით,წამყვან თანამდებობეზე ბრძანდებიან და მთავრობას ლანძღავენ, ამას რა ჰქვია? საინტერესოა მათი რეკომენდატორების პასუხი, მე კი ვიცი რაც ჰქვია. ვაი,თქვენ ვინც ამ თამაშს თამაშობთ და სიმართლეს არ ეუბენბით ბატონ პრემიერს, რაც რეგიონებშინ ხდება. ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა ნაციონალების ბუდე–კერიებად არის გადაქცეული. დიახ,ამას ვამბობ ხმამაღლა,ცაგერის თვითმართველობაში არის მეხუთე კოლონა,რომელიც ნაც.მოძრაობის კონტროლქვეშ არიან დღემდე და მათ მზეს ფიცულობენ. 2 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ამ ხალხს წაართვა ხელისუფლება და ამას ვერ ივიწყებენ. მათ საკუთარი აპოკალიფსური გეგმები აქვთ, რაზედაც უკვე ვისაუბრე და სასწრაფოდ ცდილობენ ამ გეგმის განხორციელებას: პირველი – ბ.ღურჭუმალიძის გათავჯდომარეობა, მეორე – ჩემი თავიდან მოშორება, რადგან ბატონი ხაბულიანის  ინტერესებში არ შევდივარ.


ერთი რამ ავიწყდებათ–ყველაზე დიდი თანამდედობა ჩემთვის ის მანდატია,რომელიც ჩემმა ამომრჩეველმა გადმომცა და ხელისუფლების ნდობა,რომ ვყოფილიყავი კოალიციის კანდიდატი. მე ხელთ მაქვს ,,ინფო–9“–ის კარდები,ნახეთ,ნაციონალი ხაბულიანი და მისი ფავორიტები 2012ნ წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში როგორ მიმართავენ ამომრჩევლებს,როგორ მოიხსენიებენ ბატონ ბიძინას და ,,ქართულ ოცნებას“. მე კი ყველა იმ პროცესის აქტიური მონაწილე ვარ,კოალიცია ,,ქართული ოცნება“ რომ მოვიდა ხელისუფლებაში,ასეთივე აქტიური და ერთგული ვიქნები იმ ხაზის გატარებაში,ხელისუფლების უფლება–მოსილება რომ ჰქვია,ამათ კი არც მორალური,არც პოლიტიკური უფლება არ აქვთ ხელისუფლების სადავეებს ჩაებღაუჭონ.მათ ენაზე ბატონი ბიძინა რუსი ოლიგარქია,ბატონი პრემიერი–რუსული ჩექმა,ბატონი პარლამენტის თავ,ჯდომარე–ნულპროცენტიანი,ბატონი გუბერნატორი–არაფრისმაქნისი. თვითონ ვინ არიან? საიდან მოდიან და საით მიდიან? გარჩევა არაა ძნელი,ნიღაბი კი აქვთ,მაგრამ ნამდვილი სახე უჩანთ ის,რაც ცაგერში ხდება უტიფრობის ზღვარს გასცდა დიდი ხანია და ხელისუფლების დისკრიდიტაციისკენაა მიმართული.  ეჭვი არ მეპარება,ხელისუფლება სულ მალე ყველას და ყველაფერს თავის სახელს დაარქმევს და თავის ადგილს მიუჩენს– ასეთი გეგმის შემკვეთებსაც,განმახორციელებლებსაც და მხარდამჭერებსაც. მე კი,უამრავი მუქარისა და შანტაჟის გამო ხელისუფლებისაგან ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას ნამდვილად ვითხოვ,რადგან იმ კატეგორიის ხალხისგან,ვისაც ძალადობა აღაფრთოვანებს,არც არაფერია გასაკვირი და არც გამორიცხული–ისინი ხომ არჩაია.თარგამაძე,ახალაიების იდეოგიით არიან ნასაზრდოები და მათი დირექტივებით მოქმედებენ!


ბელა საღინაძე,

ცაგერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი

P.S. საკრებულოს თავმჯომარემ საკრებულოს სხდომაზე ოფიციალურად ,,მიატოვასაკონკურსო კომისიის თავჯდომარეობა! დარწმუნებული ვარ ,,არა ნებითა ამისითა, არამედ სხვისითა“... ვინ იცის, რა აქვთ ჩაფიქრებული! ადგილი ვაკანტურია-ღმერთმა ნუ ქნას, ის ისეთმა პიროვნებამ დაიკავოს, ვინც ,,ქართული ოცნებისპროფესიონალ, მებრძოლ, ერთგულ კადრებს ,, სულს ამოხდისდა არსად გააჭაჭანებს! ამის ალბათობა, სამწუხაროდ, დიდია ვნახოთ! ეს საცოდავი ცაგერი კი დიდი ხანია ჩანერგილმა ნაცებმა ამჟავებულ აჯაფსანადალს დაამსგავსეს!

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5661
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია