დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„ქუთაისი სოფლად გადაიქცა“
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/05 14:40:13

ქუთაისის საკრებულოს „ნაციონალი“ დეპუტატი გია უკლება სოფლის მეურნეობის „განვითარებისთვის“ ბიძინა ივანიშვილს მადლობას უხდის, რის დასტურადაც, უკლებას თქმით, „ქუთაისიც გამოდგება, რომელიც ნელ-ნელა ემსგავსება სოფელს“.

 

„ნაციოონალი“ დეპუტატი აღნიშნავს, რომ შინაურმა პირუტყვმა ქუთაისში „თავისუფლება და ღირსება“ დაიბრუნა, რაზეც ისიც მოწმობს, რომ ისინი თავისუფლად  დანავარდობენ ქალაქის ცენტრში.

 

უკლება ქალაქის მერს მიმართავს: თუკი ქუთაისის სოფლად გადაქცევას აპირებს, უშუამდგომლოს ქალაქს ბიძინა ივანიშვილთან და არამხოლოდ ძროხები, არამედ ზებრები და პინგვინებიც ჩამოიყვანონ ქუთაისში.

 

„ნაციონალი“ დეპუტატის შენიშვნას საკრებულოს სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა.

 

უმრავლესობა აღნიშნავს, რომ „ნაციონალები“ შემთხვევით ქალაქის ცენტრში გამოჩენილი ძროხების თემით  აპელირებენ, ხოლო „ნაციონალები“ კი აღნიშნავენ, რომ ხელისუფლებას ქუთაისი „ბიკენტიას საქაბაბე“ ჰგონია.

 

 

 დღესვე საკრებულოს სხდომაზე ისაუბრეს სემეკი-სა და მთავრობის ქუთაისის სახლის  მდგომარეობაზე. საკრებულოს დეპუტატის, თეიმურაზ ნადირაძის თქმით, ორივე შენობა უახლოეს მომავალში იქნება ათვისებული და მოწესრიგებული. 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2681
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია