საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
საქართველოს პრეზიდენტი: „სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტისგან უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან“
2014/11/05 12:42:58

თავდაცვის სამინისტროს გარშემო ატეხილ აჟიოტაჟზე და თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას განთავისუფლებაზე კომენტირებისასგიორგი მარგველაშვილმა მისთვის ჩვეული სიდინჯითა და ირონიით ბიძინა ივანიშვილსანკესი უკვე გადაუგდო!



მარგველაშვილის განცხადება, რომ „სახელმწიფო ძლიერი ინსტიტუტისგან უნდა იმართებოდეს და არა კულუარებიდან“ კიდევ ერთხელ ადასტურებს მოარულ ხმებს იმის თაობაზე, რომ საქართველოს მთავრობას „უჩინარი ხელის“ სახით ისევ ივანიშვილი მართავს!



დიახ, ერთ დროს ივანიშვილის ფავორიტმა პრეზიდენტმა ამ განცხადებით პირდაპირი მინიშნება გააკეთა იმაზე, რომ თავდაცვის სამინისტროს გარშემო ატეხილი აჟიოტაჟი (საკმაოდ მძიმე ბრალდებით) სწორედ მისი „რეკომენდაციებიდან“ მოდის!



მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის წევრების დანიშვნა-განთავისუფლება მოქმედი კონსტიტუციით პრეზიდენტის პრეროგატივა აღარ არის, მას აქვს ექსკლუზიური უფლება წარადგინოს მთავრობა პარლამენტის წინაშე დასამტკიცებლად.



დღევანდელი პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით, რასაც აუცილებლად მოჰყვება მძიმე პოლიტიკური რყევები და ასევე პოლიტიკური გადაჯგუფებებიც, ძნელი სათქმელია რა გადაწყვეტილებას მიიღებს მარგველაშვილი ახალი მთავრობის წარდგენისას (არადა, ახალი მთავრობის ფორმირების აუცილებლობა ნამდვილად დადგება!).



მითუმეტეს, სავსებით რეალურია დღევანდელი მმართველი კოალიცია დაიშალოს და ღარიბაშვილმა პარლამენტში მომხრე უმრავლესობა დაკარგოს!



ერთი სიტყვით, ღარიბაშვილი ბეწვის ხიდზე გადის, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური რეალობის გათვალისწინებით, იგივე ხიდზე გადის საქართველოც!

 

წყარო: http://iverioni.com.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1720
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია