დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა თანამდებობები დატოვეს
2014/11/05 12:22:36

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ და მისმა მოადგილეებმა დავით ზალკალიანმა, თამარ ბერუჩაშვილმა, დავით ჯალაღანიამ და ვლადიმერ გურგენიძემ თანამდებობები დატოვეს. მაია ფანჯიკიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტროში გააკეთა. პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ალასანიას გადაყენების შემდეგ მინისტრთა კაბინეტი მაია ფანჯიკიძის გარდა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმაც დატოვა. 


მაია ფანჯიკიძე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად 2012 წლის 25 ოქტომბერს დაინიშნა.


მინისტრად დანიშვნამდე, მაია ფანჯიკიძე მონაწილეობდა პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" საქმიანობაში. 2012 წლის თებერვალში მაია ფანჯიკიძემ კოალიციის პრესსპიკერისა და ცენტრალური ოფისის ხელმძღვანელის თანამდებობა დაიკავა. პოლიტიკაში გადანაცვლებამდე მაია ფანჯიკიძემ დიპლომატიური კარიერის გზა გაიარა. ის იყო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2004-2007) და ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი (2007-2010). საგარეო უწყებაში მას სხვადასხვა თანამდებობა ეკავა, პირველი მდივნობიდან დაწყებული, დამთავრებული მინისტრის მოადგილეობით.


მაია ფანჯიკიძე, როგორც ფილოლოგი და ლექტორი, 1998 წლიდან აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 2010-2011 წლებში ის კითხულობდა ლექციებს გურამ თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტში სრული პროფესორის სტატუსით. მაია ფანჯიკიძე გერმანული ენის მასწავლებელთა კავშირის დამაარსებელი და თავმჯდომარეა; მას ეკუთვნის მთელი რიგი შრომები გერმანული ენისა და ლიტერატურის სფეროში.


მაია ფანჯიკიძე ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორია. მან დაამთავრა იენის (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა) ფრიდრიჰ შილერის სახელობის უნივერსიტეტი და თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2123
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია