დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში სოციალურად დაუცველმა 200–მდე ბავშვმა ფულადი დამხარება მიიღო
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/11/04 20:22:31

ქართულ-გერმანული ცენტრში საქველმოქმედო აქცია გაიმართა. გერმანიის პარტნიორი ორგანიზაციები ქუთაისთან აქტიურად თანამშრომლობენ.

დღეს გერმანულ-ქართული ცენტრის ხელმძრვანელმა როლანდ კოლბეკმა, ქუთაისის მერთან შოთა მურღულიასთან და ქართულ-გერმანული ცენტრის ხელმღვანელთან ერთად სოციალურად დაუცველ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს ფულადი დახმარება გადასცა. ფულადი დახმარება ერთი წლის მანძილზე შეგროვდა.დახმარება 200მდე ბავშვს გაეწია.

ქართულ-გერმანული ცენტრი საქველმოქმედო აქციებს გერმანელი ქველმოქმედების მეშვეობით პერმანენტულად ატარებს. საქველმოქმედო აქციები მთელი კვირის მანძილზე გაგრძელდება.

 

როლანდ კოლბეკი მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბავშვებს შეხვდება,დღის ცენტრებში და წყალწითელას პანიონში მივა, სადაც სოციალურად დაუცველებს დახმარებას გადასცემს.
,,ქართულ-გერმანული ცენტრი ამ ქალაქში კეთილ საქმეს აკეთებს და ბევრ სოციალურ პროგრამებს ახორციელებს. წლის მანძილზე ასობით ოჯაეხმარება. ჩვენ მივესალმებით ასეთი სახის აქციებს. რაც უფრო მეტი ადამინი და ორგანიზაცია ჩაერთვება სოციალურად დაუცველი ადამინების დახმარებაში ეს იქნება ძალინ კარგი.ყველა ერთად უნდა გადავჭრათ პრობლემა“.-აღნიშნა შოთა მურღულიამ
.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2383
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია