ამ დროსითვის არსებული მონაცემებით, ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში გამოცხადებულ 179 ვაკანტურ ადგილზე განაცხადი 3650 აპლიკანტს აქვს შეტანილი. განაცხადებიდან 3150 მერიის, 500 კი საკრებულოში გამოცხადებულ ვაკანსიებზეა შესული.
მერიაში აპლიკაციების შევსების ვადა 4 ნოემბერს იწურება. რაც შეეხება საკრებულოს, აქ განაცხადის მიღების ვადა 5 ნოემბერს სრულდება.
განცხადებების მიღების დასრულების შემდეგ საკონკურსო–საატესტაციო კომისია ბრიფინგს გამართავს.
კონკურსის მეორე ეტაპი, რომელიც განცხადებების გადახარისხებას ითვალიწინებს, 5 სამუშაო დღეში დასრულდება.