საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
უამინდობამ დასავლეთ საქართველოში პრობლემები შექმნა
2014/11/03 11:15:01

დასავლეთ საქართველოს ცალკეულ რეგიონებში გეოლოგიურმა და ჰიდრომეტეოროლოგიურმა მოვლენებმა გარკვეული პრობლემები შექმნა. გარემოს დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ოზურგეთში, ძლიერი წვიმის შედეგად წმ. გიორგის ქუჩაზე ახალრეაბილიტირებული გზა დაზიანდა. შესაბამისმა სამსახურებმა გზის გასუფთავება უკვე დაასრულეს და  მოძრაობა აღდგენილია.


”აჭარაში  ხულოს მუნიციპალიტეტში თოვლის საფარმა 30 სანტიმეტრს მიაღწია. ნალექის გამო გოდერძის უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მძიმე ტექნიკა, რომლითაც სოფლებთან დამაკავშირებელი გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობდა.

 

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ცენტრალური საავტომობილი გზის სავალ ნაწილზე ადგილი ჰქონდა მეწყრული მასის ჩამოშლას, რის შედეგადაც, რამდენიმე საათის განმავლობაში შეიზღუდა ავტოტრანსპროტის მოძრაობა. ამ დროისთვის, გზა გაწმენდილია და მოძრაობა სრულად აღდგენილია.

 

გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და 24–საათიან რეჟიმში აწარმოებენ შესაბამის კვლევებს. პროცესების გააქტიურების შემთხვევაში, გეოლოგები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს, რის საფუძველზეც განხორციელდება პრევენციული ღონისძიებები”, - აცხადებენ სამინისტროში.

 

წყარო: bpi

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1791
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია