საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
დღევანდელი ქართული ადვოკატურა ვალშია ქართლოს ღარიბაშვილთან
2014/11/02 12:51:58

 

4 ნოემბერს საქართველო უკანასკნელ გზაზე გააცილებს ცნობილ ქართველ ადვოკატს, ბატონ ქართლოს ღარიბაშვილს, რომელიც 60 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა. ბატონი ქართლოსის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელდა მისი კოლეგის, ადვოკატ ციცინო ცხვედიანის წერილი, რომელიც კარგად წარმოაჩენს ამ ქვეყნიდან უდროოდ წასული საუკეთესო ადამიანისა და ღირსეული ადვოკატის დამსახურებას.


"დღევანდელი ქართული ადვოკატურა ვალშია ქართლოს ღარიბაშვილთან. 1987 წელს მოვიდა ქართლოს ღარიბაშვილი ადვოკატურაში და ადვოკატებს გვასწავლა ადვოკატის ფასი. გვასწავლა, რომ ადვოკატი არ არის ,,მკვდარზე ვენოკი", გვასწავლა, რომ ადვოკატი უნდა იყოს წესიერი და არ უნდა შევიდეს გარიგებაში მოსამართლე-პროკურორებთან, გვასწავლა, რომ ბოლონდე უნდა ვიბრძოლოთ კლიენტისათვის, გვასწავლა ხმის ამოღება, შეუპოვრობა, და სიმამაცე, მოგვცა რწმენა იმისა, რომ ადვოკატი სამართალწარმოების მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ფიგურაა. 

 

მან შექმნა ადვოკატთა პირველი დამოუკიდებელი გაერთიანება ,,დამოუკიდებელ ადვოკატთა კორპორაცია", რომელიც რამდენიმე ასეულ ადვოკატს ითვლიდა. მისი ოცნება იყო, საქართველო გამხდარიყო ადვოკატების ქვეყანა.


თავის საარჩევნო პლაკატებზე ქართლოს ღარიბაშვილს ეწერა: ,,მე არ მამძიმებს ჩემი წარსული". მას მართლაც არ ამძიმებდა თავისი სუფთა წარსული და იყო ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან პარლამენტართაგანი, რომელმაც ,,რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა" საქართველოს პარლამენტიდან და ჯიბეები არ გაუსქელებია. ამიტომაც იყო, ,,სკანდალურისა" და ,,კონფლიქტურის" გარდა, სხვა ეპითეტი ვერ მოარგეს.


აღარ მინდა მეტი დავწერო. გული მტკივა.


სიუსაკუ ენდო წერდა:: ყოველი ადამიანი, რომელსაც შეხვედრიხარ, რომელთანაც რაიმე შეხება გქონია, ღრმა და წარუშლელ კვალს ტოვებს შენს სულში".
მე (და არა მარტო მე) ქართლოსისაგან ვისწავლე, რა დიდი პატივია იყო ადვოკატი და როგორ უნდა გაუფრთხილდე ადვოკატის სახელს.


2014
წლის 4 ნოემბერს უკანასკნელ გზაზე ვაცილებთ ქართლოსს..


მადლობა მას იმისათვის, რომ ჩვენთან იყო, ვუყვარდით და გვიყვარდა!"


ციცინო ცხვედიანი

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 4448
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია