დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ნიკა გვარამიამ "ნიჭიერის" კონკურსანტის, ამალია ჯიბლაძის შეურაცხყოფისთვის გოგა ხაჩიძე ჟიურიდან მოხსნა
2014/10/30 15:09:09

"ნიჭიერის" კონკურსანტის, ამალია ჯიბლაძის სენსაციური გამოსვლის შემდეგ არ წყდება მითქმა-მოთქმა იმის შესახებ, რომ კონკურსანტმა სიმღერა პლუს ფონოგრამით შეასრულა. 


ამას აღნიშნავენ მომღერლებიც, მათ შორის, ანრი ჯოხაძე და პარლამენტის წევრი და ყოფილი მუსიკოსი გოგა ხაჩიძე. მაგალითად კი სიმღერის ბოლო მონაკვეთი მოჰყავთ, სადაც თითქოსდა ამალიას სუნთქვა ფონოგრამის ხმას ერწყმის.



ცოტა ხნის წინ ამ სკანდალს გამოეხმაურა "ნიჭიერის" ჟიურის წევრი და "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია:



"არხის სახელით მინდა განვაცხადო:


1. ქალბატონმა ამალია ჯიბლაძემ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში იმღერა ცოცხლად და არა ფონოგრამით;



2. ვწუხვარ, რომ ქართული ესტრადის ფონოგრამაზე გაწაფული წარმომადგენლები ვერ (ან შეგნებულად არ) ასხვავებენ ერთმანეთისგან ფონოგრამას და ეთერში გასაშვებ დამუშავებულ ვიდეოს, რა დროსაც მუშავდება მათ შორის ხმაც და ხდება მონტაჟი, რა დროსაც შესაძლებელია ეთერში გამოსახულების და ხმის აცდენა;



3. არ მივიჩნევთ შესაძლებლად, მომავალში რაიმე სახით ვითანამშრომლოთ იმ პირებთან, ვინც არხი, პრაქტიკულად, თაღლითობაში დაადანაშაულა. შესაბამისად, "ბრავოს" ხვალინდელი ეთერიდან, არხის გადაწყვეტილებით, მოიხსნა პარლამენტის წევრი, ბატონი გოგა ხაჩიძე. 



4. თუ რაიმე ეჭვები კიდევ არსებობს უნიჭიერესი ქალბატონი ამალიას შესაძლებლობების შესახებ, უყურეთ ოთხშაბათს "სხვა შუადღეს".



P.S. ეს პირადად ჩემგან: მომღერალმა და არამომღერალმა ქართველმა ლუზერებმა 2 დღეც ვერ აიტანეს არსაიდან მოსული ნიჭიერი ქალის პოპულარობა. სამარცხვინო ბოღმები."

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2469
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია