დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
კოლეჯ „იბერიის“ საერთო საცხოვრებელი სრულ რეაბილიტაციას გაივლის
ავტორი: PS („პოსტსკრიპტუმი“)
2014/10/30 12:51:46

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ და იმერეთის ვიცე-გუბერნატორმა ალექსანდრე იოსებაშვილმა, პროფესიული კოლეჯისიბერიასტუდენტებთან და პედაგოგებთან ერთად, სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი დაათვალიერეს, სადაც მალე სარებილიტაციო სამუშაოები დაიწყება და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტები ახალ, თანამედროვედ აღჭურვილ შენობაში იცხოვრებენ.

 

საერთო საცხოვრებლის ტერიტორიაზევე აშენდება თანამედროვე სტანდარტების 12 ადგილიანი სასტუმრო, სადაც კოლეჯის "იბერია" სტუდენტები საწარმოო პრაქტიკას გაივლიან.


საზოგადოებრივი კოლეჯი ,,იბერიაქალაქ ქუთაისში მდებარეობს. ქალაქი ერთმანეთთან აკავშირებს რაჭა-ლეჩხუმს, სვანეთს, სამეგრელოს და გურიასთვით იმერეთის რეგიონში 11 ადმინისტრაციული ერთეული შედის. შესაბამისად, კოლეჯში ყოველწლიურად ასობით სტუდენტი ირიცხება რეგიონებიდან და სხვადასხვა ქალაქიდან.


არსებული სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი არ არის რეაბილიტირებული, შენობაში არ არის ცხოვრებისათვის  ყველა საჭირო პირობა. აქედან გამომდინარე, კოლეჯი ვერ უზრუნველყოფს სტუდენტების საერთო საცხოვრებელში განთავსებას. შენობის რეაბილიტაციის შემთხვევაში, პრობლემა მოიხსნება, ყველა მსურველი  იქნება ბინით უზუნველყოფილი, რაც გაზრდის კოლეჯის კონტიგენტს და  მისი საქმიანობის ცნობადობას


საშემოდგომო მიღებაზე, პროფესიულ კოლეჯშიიბერია“ 440 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის 100-მდე სტუდენტი რეგიონიდანაა და საჭიროებენ საერთო საცხოვრებელით უზრუნველყოფას.


კოლეჯში  პროფესიები შერჩეულია რეგიონის შრომის ბაზრის მოთხოვნების გათვალისწინებით. სწავლება შემდეგ სპეციალობებზე მიმდინარეობს: მზარეული, კონდიტერი, მემცენარე, მეფუტკრე, სასტუმრო, სარესტორნო საქმისმწარმოებელი, ელექტრიკოსიმღებავი,  მეფილე-მომპირკეთებელი, თაბაშირმუყაოს სპეციალისტი, ზეინკალ-სანტექნიკოსი, სავალი ნაწილის ტექნიკოსი, ძრავის შემკეთებელი, ავტომობილის ზეინკალი, კალატოზი, დურგალი, შემდუღებელი, გაზმომარაგების სისტემის მემონტაჟე, სამკერვალო ნაწარმის სპეციალისტი, .სამაცივრო მოწყობილობების ტექნიკოსი, სტილისტი, ბუღალტერი, კომპიუტერული გრაფიკოსი,  ოფისის მენეჯერი (მდივან-რეფერენტი).


განახლებული ინფრასტრუქტურის პროფესიული სასწავლებელი აღჭურვილია თანამდეროვე მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, დაკომპლექტებულია კვალიფიციური და გადამზადებული პედაგოგებით.

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2415
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია