საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისის „საიას“ ფილიალში ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით ვადების გახანგრძლივებას აპროტესტებენ
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/30 12:51:13

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალში ფარულ მიყურადებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული საკანონმდებლო პაკეტი და მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის საკითხი განიხილეს.


როგორც „საია"-ს ქუთაისის ფილიალის თავმჯდომარემ, გიორგი ჭიქაბერიძემ განაცხადა, მობილური ოპერატორების მონაცემებზე პირდაპირი წვდომის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა 2015 წლის აპრილამდე არ უნდა გაიზარდოს.


„კამპანიაში - „ეს შენ გეხება - ისევ გვისმენენ" - გაერთიანებული ორგანიზაციებს მიუღებლად  მიგვაჩნია პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინიციატივა, რომელიც საქართველოს პარლამენტში ფარულ მოსმენებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე მომუშავე ჯგუფის მუშაობის 2015 წლის აპრილამდე გაგრძელებას ითვალისწინებს, როდესაც ვადა მიმდინარე წლის 1 ნოემბერს სრულდებოდა. გადავადების საფუძვლად  ჯგუფის მიერ ფარული თვალთვალის და მიყურადების სისტემასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილების მიუღებლობა სახელდება, თუმცა, ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად სხდომა არ ჩატარებულა.


ჩვენ, არასამთავრობო სექტორი, ვეწინააღმდეგებით ამ ვადის გადაწევას, რადგან პარლამენტს დროულად უნდა მოემზადებინა საკანონმდებლო რეგულაცია, თუ  ვის ექნებოდა მობილური ოტერაპორების მონაცემებზე წვდომის გასაღები. ჩვენის მხრივ, სახელმწიფოს კომპრომისულ ვარიანტს ვთავაზობთ, მიღებულ იქნას ორგასაღებიანი სისტემა და მოსმენის უფლება კომუნიკაციების კომპანიებს და სასამართლოს ჰქონდეს, რომელთა გარეშეც შს სამინისტრო ფარულ მიყურადღებას ვერ განახორციელებს," - განაცხადა გიორგი ჭიქაბერიძემ.


 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1807
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია