დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
შსს ორგანიზებულ დანაშაულს საინფორმაციო ბუკლეტებით ებრძვის
2014/10/30 11:33:06

შინაგან საქმეთა სამინისტრო ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანიას ამჯერად იმერეთის რეგიონში ახორციელებს. უბნის ინსპექტორებმა რეგიონის მაცხოვრებლებს შსს-ს მიერ მომზადებული საინფორმაციო ბუკლეტები დაურიგეს. კამპანიის ფარგლებში, მოსახლეობას ინფორმაცია მიეწოდა ორგანიზებული დანაშაულის საფრთხეების და შედეგების შესახებ, ასევე, საზოგადოებასა და სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის თანამშრომლობის აუცილებლობაზე.


ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათშორის საკოორდინაციო საბჭომ, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული სტრატეგია შეიმუშავა, რაც საქართველოს მთავრობამ 2013 წლის 2 ოქტომბერს დაამტკიცა. სტრატეგიის სამოქმედო გეგმაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას და შესაბამისად, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას.

 

ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია გრძელდება. უბნის ინსპექტორები საინფორმაციო ბუკლეტებს საქართველოს ყველა რეგიონის მაცხოვრებლებს დაურიგებენ.

 

წყარო: www.police.ge

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2222
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია