დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა საფრთხეებს ხედავს ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ქონების 10 წლით გასხვისებაში?
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/29 16:10:47

ქუთაისის საკრებულოს რიგით მეხუთე სხდომის დღის წესრიგში არსებულმა საკითხმა, მოქალაქეებისთვის ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით, 10 წლის ვადით სარგებლობაში გადაცემამ, საკრებულოს დეპუტატებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.


საკრებულოს წევრის, ნატო ქათამაძის განცხადებით, თვითმმართველობას მიწების გასხვისებასთან დაკავშირებით მეტი სიფრთხილე მართებს, ვინაიდან, შესაძლოა, ეს ქალაქისთვის საზიანო აღმოჩნდეს.


„ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღებისას ვარ ძალიან ფრთხილი. ვინაიდან არსებობს მწარე პრაქტიკა წინა  საკრებულოდან. დეპუტატები, რომლებიც იღებდნენ გადაწყვეტილებებს, ასხვისებდნენ მიწებს, შემდეგ გასხვისებული ფართების მფლობელებად გვევლინებოდნენ.  აქედან გამომდინარე, ბევრი ფაქტორია გასათვალისწინებელი. თუ მერია თანხის გამო ასხვისებს მიწებს, თვეში 100 ლარი მიზერული თანხაა და ბიუჯეტს სარგებელს ვერ მოუტანს. მაგრამ, როდესაც მშენებლობა ხდება კიბის ქვეშ და ტროტუარზე, თან ვასხვისებთ 10 წლით, ეს დასაფიქრებელია, რადგან არავინ იცის, ათი წლის შემდეგ რა მოხდება. შეიძლება ისე განვითარდეს ქალაქი, რომ ეს შენობები ამახინჯებდეს მის იერსახეს, მაგრამ მეპატრონეს მის დანგრევას ვერ მოვთხოვთ," – განაცხადა ნატო ქათამაძემ, რომელმაც იმ დეპუტატების გვარებიც  დაასახელა, რომლებიც,მისი თქმით,  გასხვისებული ქონების უკან დგანან.

 

„დავით გოგისვანიძე, გია თევდორაძე, ტატო მესხი, ანდრო ლოსაბერიძე არიან ის დეპუტატები, რომელებიც გასხვისებული მიწების უკან დგანან. აღნიშნულ საკითხზე სპეციალური ჯგუფი იმუშავებს და ყველა ინფორმაცია საჯარო გახდება," – განაცხადა ქათამაძემ.

 

ოპონენტის ბრალდებას უსაფუძვლოს უწოდებს დავით გოგისვანიძე და აღნიშნავს,რომ ქათამაძემ არა ვარაუდებით, არამედ ფაქტებით უნდა ისაუბროს.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2230
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია