დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რთული გადაწყვეტილების წინაშე - როგორ გავიადვილოთ პროფესიის არჩევა
2014/10/29 12:50:37

პროფესიის არჩევა საძირკვლის ჩაყრას ჰგავს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დიდი პასუხისმგებლობითა და ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საქმეს. მოზარდებს ხშირად უჭირთ გადაწყვეტილების მიღება მათი მომავალი პროფესიის შესახებ. ამის არაერთი მიზეზი შეგვიძლია დავასახელოთ.

 

გთავაზობთ იმ ძირითადი ფაქტორების ჩამონათვალს, რომლებიც აუცილებელია, გავითვალისწინოთ პროფესიის არჩევისას. მიზანი ერთია: დაგვეხმაროს სწორი და ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაში.

 

პროფესიის არჩევაზე მოქმედი ძირითადი ფაქტორები:

1.     ინტერესები - პროფესიის არჩევისას უმნიშვნელოვანესია ინტერესების გაანალიზება. რა გვაინტერესებს? რა გამოგვდის კარგად? სად ვგრძნობთ თავს კომფორტულად?

 

სწორედ საკუთარი ინტერესების ცოდნა გვეხმარბა,  გავაკეთოთ სწორი პროფესიული არჩევანი.

 

 

2.     უნარები და შესაძლებლობები - საკუთარ უნარებსა დაშესაძლებლობებში კარგად გარკვევა ეხმარება ადამიანს სწორი კარიერული გადაწყვეტილების მიღებაში, შრომითი საქმიანობის იმ  მიმართულებით წარმართვაში, სადაც ექნება მისი უნარებისა და შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენის შესაძლებლობა. მაგ: თუკი მოზარდს კარგად განვითარებული აქვს მათემატიკური უნარები, შეუძლია შესაბამისი ამოცანების წარმატებით გადაჭრა და ა.შ. - ამ მიმართულებით წასვლა (მაგ: ეკონომისტი, მათემატიკოსი, ინჟინერი და ა.შ.) გაცილებით მეტი წარმატების მომტანი იქნება მისთვის, ვიდრე სხვა მმართულებით წასვლის შემთხვევაში. მაგრამ, რა თქმა უნდა, მხოლოდ უნარებსა და შესაძლებლობებზე დაყრდნობით არ უნდა ავირჩიოთ პროფესია, აუცილებლად გასათვალისწინებელია

 

 

3.     მოტივაცია - მარტივად რომ ვთქვათ, მოზარდს უნდა უნდოდეს ის, რასაც ირჩევს, უნდა ჰქონდეს სურვილი ამ  პროფესიის დაუფლებისა. უნდა იყოს მოტივირებული, რომ ისწავლოს ეს პროფესია. თუკი მას აქვს მოტივაცია, ეს დაეხმარება ისწრაფოს დასახული მიზისკენ, მიუხედავად არსებული წინაღობებისა, და შედეგად მიიღოს ის, რაც მას სურს.

 

 

4.     ღირებულებები - მისი პროფესიული არჩევანი აუცილებლად თანხვედრაში უნდა იყოს მის ღირებულებელთან. ღირებულებებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ცენტრალური ადგილი უჭირავს. სწორედ ღირებულებების ადეკვატური მიზნების დასახვა ეხმარება ადამიანს  სასურველი შედეგების მიღწევაში.

 

5.     ოჯახი - პროფესიის არჩევაზე დიდ გავლენას ახდენს მშობლებისა და ოჯახის წევრების შეხედულებები. ოჯახს შეუძლია, დაეხმაროს მოზარდს გადაწყვეტილების მიღებაში, მისცეს რაციონალური რჩევები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება  მის მაგივრად.

 

6.     სამუშაო გამოცდილება და ცოდნა -  პროფესიის არჩევაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს შრომითი აქტივობები სკოლის პერიოდში. მუშაობა სასკოლო ასაკში დადებითად მოქმედებს მოზარდების კარიერული ინტერესების განვრთარებასა და ჩამოყალიბებაზე. გარდა იმისა, რომ მათ უყალიბდებათ ისეთი თვისებები, როგორიცაა: დამოუკიდებლობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალობა, ასევე ერკვევიან, თუ რა საქმის კეთება შეუძლიათ კარგად, რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ, ეს კი ეხმარება მათ მომავალი პროფესიის არჩევაში. თუმცა, რა თქმა უნდა, დასაქმებამ ხელი არ უნდა შეუშალოს სწალას, რადგან დაბალი აკადემიური მოსწრება ამცირებს დასაქმების შესაძლებლობას (ეს წარმოადგენს ამერიკულ მოდელს, რომელიც საქართველოში არ მუშაობს, თუმცა შრომითი აქტივობების დადებით შედეგი აშკარაა).

 

7.     შრომითი ბაზრის ტენდენციები -  განვითარებულ ქალაქებსა და რეგიონებს შორის დასაქმების მხრივ დიდი განსხვავებაა. რეგიონებში სასურველი პროფესიით დასაქმება ხშირად შეუძლებელია. ამიტომ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ეს ფაქტორიც გადაწყვეტილების მიღებისას.

 

პროფესიის არჩევისას დაშვებული შეცდომები:

პროფესიის არჩევისას,ხშირად ჩვენდა უნებურად, ვუშვებთ შეცდომებს, რომლებიც შემდგომ მიზეზი ხდება ჩვენი კარიერული წარუმატებლობისა და მრავალი სირთულისა. მთლიანი სურათის შექმნისათვის განვიხილოთ ეს ფაქტორებიც.

 

1.     პროფესიების დაყოფა - ხშირად ადამიანები პროფესიებს ყოფენ მეტად პრესტიჟულ და ნაკლებად პრესტიჟულ პროფესიებად და გადაწყვეტილების მიღებისას  ყურადღებას აქცევენ სწორედ ამ ფაქტორს. რა თქმა უნდა, ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან  ამან შეიძლება, ხელი შეგვიშალოს „ნამდვილი“ პროფესიის არჩევაში.

 

2.     ოჯახისა და მეგობრების გავლენა - როგორც აღვნიშნეთ, ოჯახს უდიდიესი გავლენის მოხდენა შეუძლია მოზარდის გადაწყვეტილებაზე როგორც დადებითის, ასევე უარყოფითიც. პროფესიის არჩევისას მოზარდები ხშირად მშობლების გავლენის ქვეშ ექცევიან. ზოგოერთ ოჯახში დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ოჯახის ტრადიციულ პროფესიებს და შვილებსაც მათი დაუფლებისკენ  უბიძგებენ, ან სურთ შვილებმა პრესტიჟული პროფესია შეისწავლონ. რა თქმა უნდა, ამგვარი მიდგომა არასწორია, რადგან სწორედ მშობლების „კეთილი სურვილების“ გამო ძალიან ხშირად  აწყდებიან  მოზარდები  სირთულეებს კარიერულ საქმიანობაში, რადგანაც აკეთებენ იმას, რაც მათი მშობლების არჩევანია და არა მათი. ოქროს წესი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ შეიძლება მივიღოთ სასრგებლო რჩევები ჩვენთვის საინტერესო ადმიანებისგან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება თავად ჩვენ, დამოუკიდებლად  უნდა მივიღოთ. მეგობრები ხშირად უზიარებენ ერთმანეთს შეხედულებებს პროფესიის არჩევის პროცესში. რა  თქმა უნდა, ასევე  მნიშვნელოვანია მეგობრების აზრის გათალისწინება, რომლებიც კარგად იცნობენ ინდივიდს და შეუძლიათ, გულწრფელი და დასაბუთებული რჩევების მიცემა, თუმცა ხშირად მეგობრებზე ორიენტირებული მოზარდი აკეთებს მათ მსგავს არჩევანს. მაგალითად: მხოლოდ იმიტომ სურს გახდეს ეკონომისტი, რომ ამ პროფესიით მისი მეგობრები არიან დაკავებულნი. ეს კი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება მის პროფესიულ საქმიანობაზე.რადგან აქაც არ ხდება გადაწყვეტილების მიღება თავად ინდივიდის მიერ.

 

3.   პროფესიის არჩევა მუდმივად ერთი და იმავე საქმის კეთებას გულისხმობს - ადამიანებს ჰგონიათ, რომ ერთ პროფესიას, რომელსაც აირჩევენ, მთელი ცხოვრება  უნდა ემსახურონ, რაც ხშირად ხდება მიზეზი ცხოვრების განმავლობაში მრავალი სირთულისა. თუკი ვფიქრობთ, რომ არჩეული პროფესია ჩვენთვის არ არის შესაფერისი, არ ვგრძნოთ თავს კომფორტულად, არ გვსიამოვნებს ამ საქმის კეთება, რატომ უნდა ვაკეთოთ ის მთელი ცხოვრების განმავლობაში? პასუხი ძალიან მარტივია - შევიცვალოთ პროფესია.

 

 

4.   პროფესიის მხოლოდ ერთი კონკრეტული კუთხით დაინტერესება -ხშირად მოზარდები პროფესიის მხოლოდ ერთ  მხარეს ხედავენ, რაც ხშირად ხდება მომავლში იმედგაცრუების მიზეზი, ამიტომ მნიშვნელოვანია პროფესიის არჩევისას შევისწავლოთ ყველა მისი მახასიათებელი. როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

 

5.   ადამიანის მიმართ დამოკიდებულების გადატანა მის პროფესიაზე - მოზარდი შეიძლება ამა თუ იმ პროფესიით მხოლოდ იმიტომ დაიტერესდეს, რომ მისთვის მოსაწონი და საყვარელი ადამიანი ამ სფეროში მუშაობს. ასეთი მსჯელობა არასწორია, რადგან პროფესია, რომლითაც ჩვენთვის საყვარელი ადამიანია დაკავებული, ჩვენთვის შეიძლება სრულიად შეუფერებელი აღოჩნდეს.

 

 

6.   პროფესიის სიცოცხლისუნარიანობა -  წარმოების განვიარებასთან  ერთად ვითარდება პროფესიები, სახეს იცვლის, ზოგიერთი კი საერთოდ „კვდება“, ამიტომ პრფესიის არჩევისას მნიშვნელოვანია არა მარტო აწმყოში არსებული სიტუაციის  შეფასება, არამედ  სამომავლო პერსპექტივების განჭვრეტა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება.

 

როგორც ვხედავთ, პროფესიის არჩევა არცთუ ისე მარტივი საქმეა. საკამოდ დიდია გავლენა, რომელიც გარემოდან მოდის და რომელმაც შეიძლება, არასწორი პროფესიული არჩევნის გაკეთებისკენ გვიბიძგოს, მაგრამ, თუკი ჩვენ  გვეცოდინება პროფესიის არჩევის როგორც ხელისშემშლელი, ასევე ხელშემწყობი ფაქტორების შესახებ, თუნდაც  მხოლოდ თეორიულ დონეზე,  ვფიქრობ, ეს დაგვეხმარება ადეკვატური გადაწყვეტილების მიღებაში.

 

ქეთევან უგლავა,

თსუ, ფსიქლოგიის მიმართულების  III  კურსის სტუდენტი.

 

 

(გამოყენებული ლიტერატურა: შრომისა და ორგანიზაციის ფსიქოლოგიის რიდერი, „პროფესიული ორიენტაცია“)

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 7864
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია