დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
საფრთხე - რომელი ხილი აგროვებს ყველაზე მეტ შხამ-ქიმიკატს?
2014/10/29 10:38:16

რომელი ხილი და ბოსტნეული შთანთქავს ყველაზე დიდი რაოდენობით იმ ქიმიური ნივთიერებებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა მავნებელთა გასანადგურებლად და რომელიც მავნებლებთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობასაც ანადგურებს.

 

მიღებული შედეგების მიხედვით შედგენილ იქნა ბოსტნეულისა და ხილის მავნებლობის რეიტინგი. ხილის რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა ატამმა, რომელსაც მიენიჭა 100 ქულა. ანუ იგი შხამქიმიკატს თავის რბილობში 100%-ით იტოვებს. მეორე ადგილი პესტიციდების დაგროვების უნარის მიხედვით დაიკავა ვაშლმა 96%. დანარჩენი ადგილები კი შემდეგნაირად განაწილდა: ისპანახი (85%), ვაშლატამა (84%), მარწყვი (83%), ბალი და ალუბალი (75%), ანანასი (7%), მანგო (9%), ყურძენი (68%) და მსხალი (65%). რაც შეეხება ბოლო ათეულს ბოსტნეულის ჩამონათვალში, იგი ასე გამოიყურება: ყველაზე უსაფრთხო და ნაკლებ მავნებელია ხახვი და ტროპიკული სარტყელიდან ჩამოტანილი ავოკადო, რომელთაც მიიღეს მხოლოდ ერთი ქულა (პესტიციდების 1%-ს ითვისებენ) ანუ პრაქტიკულად არ შეიცავენ პესტიციდებს, სიმინდი (2%), ტკბილი წიწაკა (86%), მწვანე სალათა (69%), მწვანე ბარდა (11%), კივი (14%), ბანანები (16%), კომბოსტო (17%). ქართველებისთვის საყვარელი ბადრიჯანი რეიტინგის 39 ადგილზე იმყოფება 19%-იანი ქულით. პამიდორმა მიიღო 30%-იანი ქულა და ათეულის 29 ადგილზე იმყოფება, ლიმონი და გრეიფრუტი - 31-ზე. კატოფილი და სტაფილო პესტიციდებს იწოვენ სხვებზე ბევრად უფრო ძლიერად: მათ დაიკავეს 12-13 ადგილები შესაბამისი ქულებით - 58% და 57%. კიდევ ერთხელ დავძენთ, რომ საუბარია იმაზე, თუ როგორი ვირულენტულობა აქვთ ჩამოთვლილ ნიმუშებს შხამქიმიკატების მიზიდულობის მხრივ.

 

ახლა კი, ყველაზე მთავარი. საქართველოში იმპორტირებული ბოსტნეული და ბაღჩეული რა პროცენტული მაჩვენებლით შეიცავს ადამიანისთვის მავნებელ შხამ-ქმიკატებს. ასეთი კვლევა ორგანიზაციის ინფორმაციით საქართველოში არ ჩატარებულა. ქართულ სარეალიზაციო ქსელში პამიდორი, კარტოფილი, ბადრიჯანი, ხახვი, ლიმონი, ბულგარული წიწაკა, წითელი წიწაკა, ფორთოხალი, გრეიფრუტი შემოდის თურქეთიდან. კიტრი და მწვანე ხახვის დიდი ნაწილი ქართულია და შემოდის მარნეულსა და გარდაბანში განთავსებული სათბურებიდან. გარგარი, მუშმალა და კიტრის ნაწილი შემოდის სომხეთიდან. თხილი, ჩირი, კომბოსტო და სტაფილოს მცირე ნაწილი აზერბაიჯანიდან. სტაფილოს დიდი ნაწილი ასევე თურქულია. მაგალითად, ხახვი სადაც გინდა იქ იყიდე - მას თითქმის არ გააჩნია მიდრეკილება შეიწოვოს პესტიციდები. რაც შეეხება დანარჩენ ხილ-ბოსტნეულს, აქ უკვე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს ადამიანი. რაც შეეხება ახალ კარტოფილს და პამიდორს. როგორც მედიაციტყ-მ გაარკვია, აქ საქმე საკმაოდ მძიმედ გახლავთ საქართველოს მასშტაბით. მაგალითად, აზერბაიჯანში თურქული ბოსტნეულის შეტანა აკრძალულია. ბელარუსიასა და უკრაინაში თურქეთიდან შეტანილ ბაღჩეულსა და ბოსტნეულს ვეტო ჯერ კიდევ 2009 წელს დაედო და დღემდე ადევს. თურქულის ნაცვლად კი უზბეკური ბოსტნეული შეაქვთ. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ მსგავსი პესტიციდებით გაჯერებული პროდუქციის სისტემატური მიღება ონკოლოგიური ავადმყოფების რიცხვს ზრდის. ნიტრატები და ნიტრიტები მავნებელია ჯანმრთელობისთვის იმით, რომ როდესაც ისინი ხვდებიან ორგანიზმში, გროვდებიან და აღარ გამოიდევნებიან მეტაბოლური პროცესებისას (შარდით, ოფლით და ა.შ.) ამ სახის პროდუქციის სისტემატური მიღებისას, დიდი რისკია ონკოდაავადების.

 

და ბოლოს, ბოსტნეულისა და ხილის დარჩენილი ნუსხა, სადაც პროდუქტები პესტიციდების შეწოვის უნარის მიხედვით არიან განაწილებული.

 

ისპანახი 60%, კარტოფილი 58%, სტაფილო 57%, მწვანე ბარდა 55%, მწარე წიწაკა 53%, კიტრი 52%, პამიდორი 30%, ტკბილი წიწაკა 86%, ბადრიჯანი 24%, მწვანე სალათი 69%, ნიახური 85%, ბროკოლი 18%, კომბოსტო 17%, ხახვი 1%, მარწყვი 83%, ლიმონი 31%, ალუბალი 75%, ყურძენი 68%, მსხალი 65%, ჟოლო 47%, ქლიავი 46%, ფორთოხალი 46%, მანდარინი 38%, ატამი 100%, ვაშლი 96%, ვაშლატამა 84%, სოკო 37%, ნესვი 31%, გრეიფრუტი 31%, საზამთრო 25%, პაპაია 21%, ბანანი 16%, კივი 14%, მანგო 9%, ანანასი 7%,სიმინდი 2%, ავოკადო 1%.

 

წყარო: http://presa.ge/

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 9411
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია