დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
რა მდგომარეობაშია ქუთაისში სემეკის ყოფილი შენობის ტერიტორია? (ფოტო)
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/28 20:55:56

მას შემდეგ, რაც საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკი) თბილისში დაბრუნდა, ქუთაისში მისთვის განკუთვნგილი შენობა ამ დრომდე უფუნქციოდ იყო.


თუმცა, რამდენიმე დღის წინ შენობაში საყოველთაო ჯანდაცვის ცენტრი გადავიდა.

დაბინძურებული ქვაფენილი, სარეველა ბალახი და გასათიბი გაზონები არასასიამონვო მდგომარეობას ქმნის. ეზოში მყოფი პირებმა (რომლებიც ჯერ თანამშრომლებად გაგვეცვნენ, მოგვინებით კი გვითხრეს, რომ ჯანდაცვის ცენტრში მუშაობა ჯერ არ დაუწყიათ) ფოტოების გადაღების გამო უკმაყოფილება გამოთქვეს.


„რა გაინტერესებთ, რატომ იღებთ ფოტოებს? მე რიგითი თანამშრომელი ვარ. მხოლოდ ორი დღეა, გადმოვედით და ვერ მოვასწარით დასუფთავება, მალე ყველაფერი ისე მოწესრიგდება, „ნაციონალებსაც“ არ დაესიზმრებათ“.


კითხვაზე, რა შუაში იყვნენ „ნაციონალები“, აღნიშნეს:


„ნაციონალები“ რა შუაში არიან და არაფერი, ისე სიტყვის მასალად გამოვიყენე, და საერთოდ, რა  პროვოკაციულ კითხვებს სვამთ? ვერ მოხერხდა დასუფთავება, მე ხომ არ დავასუფთავებდი, თუ გაწუხებთ, მოდით და თქვენ დაასუფთავეთ,“ – აღნიშნა ერთ–ერთმა.

 

 

 

 

 

 

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3423
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია