დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
როგორ „გადაგორდება“ ზამთარი ჭიათურაში?
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/28 13:41:10

ზამთრის უმტკივნეულოდ „გადაგორებას“ თავად მაჟორიტარი დეპუტატი სკეპტიკურად უყურებს და პესიმიზმის საფუძველს ბევრ რამეში ხედავს.

 

 

 

ჭიათურა ტყის რესურსებით ნაკლებად მდიდარი მუნიციპალიტეტია, რაც არამარტო ბუნებრივი პირობებით, არამედ ტყის რესურსების არასათანადო გამოყენებითაც განისაზღვრება (ცნობისათვის: ჭიათურას 23 ათასი ჰექტარი ფართობის ტყე აქვს და მასზე ზრუნავს მხოლოდ 9 საშტატო ერთეული).

 

აღნიშნული მუნიციპალიტეტის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შეშით ახერხებს ზამთართან გამკლავებას, თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ძალიან ბევრი ადამიანი მიდის თხოვნით: როგორმე დროულად მოგვარდეს შეშით უზრუნველყოფის საკითხი.

 

დღეს, ჭიათურის მაჟორიტარი დეპუტატის ინიციატივით, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს შეხვდა იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ნოზაძე. ძირითადად, დაისვა ის საკითხები, რომელიც ხელს უშლის ტყის რესურსების ხელმისაწვდომობას მოსახლეობისადმი.

 

ადილობრივი თვითმმართველობის ყველა რგოლი ინსტანციურად ჩამოცილებულია ტყის რესურსების მოპოვებასა და დამუშავებასთან, თუმცა უკმაყოფილო მოსახლეობა მაინც მათ სთხოვს პასუხს.

 

მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ ასე შეაფასა ხალხის მდგომარეობა: „გაძაღლებულ ცხოვრებას კიდევ უფრო მეტად უძაღლებთ!“

 

შეხვედრის ინიციატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა მალხაზ წერეთელმა, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ჭიათურაში დაახლოებით 14 ათასი კომლია, ჩავთვალოთ, რომ ზამთარში სათბობითი უზრუნველყოფა 10 ათასს ესაჭიროება. ეს ნიშნავს, რომ მინიმუმ 50-70 ათასი კუბური მეტრის მოცულობის შეშაა საჭირო. ვაწყდებით არაკომპეტენტურობის ზენიტს, როცა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაზე მიდგება საქმე. კომუნიკაცია არის ძალიან დაბალი სატყეოს წარმომადგენლობასა და მოსახლეობას შორის. გვპირდებიან, რომ დამატებითი ტყეკაფები გამოიყოფა, მაგრამ ეს უნდა მოხდეს არა დღეების მერე, არამედ საათებში, რადგან უკვე სოფელ ხრეითში უკვე დაზამთრების ნიშნები შეიმჩნეოდა გასულ დღეებში. ჩემამდე იმ დეფიციტის შესახებ, რაც სათბობთან არის დაკავშირებული, ინფორმაცია ამომრჩევლებმა მოიტანეს, არადა, ეს მეტყევეებს უნდა ეთქვათ და ადრიანად დავიწყებდით საკითხის მოგვარებას. დაიკარგა ძვირფასი დრო, ზაფხული და ადრიანი შემოდგომა. ახლა კი დროულად უნდა მოგვარდეს მიუვალ ტყეკაფებამდე გზის გაყვანა და საშეშე მერქნის მონომრვა. აღნიშნულზე ვესაუბრე საქართველოს სატყეო დეპარტამენტის უფროსს, ბატონ ლევან ტაბუცაძეს და მან მოავლინა საკითხის გასაცნობად სამხარეო სამსახურის უფროსი, რომელთანაც ერთად სასწრაფოდ უნდა მოიძებნოს პრობლემის მოგვარების გზები.“

 

მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლები ტერიტორიულ ორგანოებში თვლიან, რომ მათთან მიდის მოსახლეობა აღნიშნულ პრობლემის მოსაგვარებლად, მათ კი არანაირი ბერკეტი არ გააჩნიათ საკითხის ამოსაწურავად.

 

ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც სოფელ ხრეითის წარმომადგენელმა არჩილ ჯაფარიძემ დასვა, შეეხებოდა 1200 ჰექტარ ტყეს, რომელიც ტერიტორიულად ჭიათურის მუნიციპალურ ფარგლებშია და ეკუთვნის ამბროლაურის სატყეოს.

 

„აღნიშნულ ტყეში რამდენიმე ათეული კუბური მეტრი წიწვოვნის სამერქნე მასალაა ჩამორთმეული უკანონო მოპოვების გამო, ამბობენ, რომ ეს მერქანი საღუმელე ზომაზე უნდა დაიჭრას. როცა ამდენი მოთხოვნაა სამასალე მერქანზე, რატომ უნდა გამოიყენონ სათბობად?“_ დაისვა კითხვა, რომლის პასუხიც მუნიციპალიტეტის დონეზე ვერ წყდება.

 

შეხვედრის ყველა მონაწილე უკმაყოფილებას ვერ მალავდა იმის გამო, რომ არ არსებობს მოქნილი სისტემა ტყით სარგებლობის საკითხში, თუმცა იმერეთის სატყეო სამსახურის უფროსი დაჰპირდა მათ, რომ ჭიათურაში ზამთარი უპრობლემოდ გაივლის.

 

ზამთრის უმტკივნეულოდ      გადაგორებას“ თავად მაჟორიტარი დეპუტატი სკეპტიკურად უყურებს და პესიმიზმის საფუძველს ბევრ რამეში ხედავს.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2849
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია