ძლიერმა ქარმა ქუთაისში, ხუნდაძის ქუჩის N50-ში, ბინას სახურავი გადახადა. ჩაიმსხვრა კორპუსების მინები.
დაზიანდა სადარბაზოსთან მდგომი ავტომანქანა.
ძლიერი ქარის შედეგად ამორტიზირებულია კორპუსთან მდებარე დენის ბოძი, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ადგილობრივები დახმარებას ითხოვენ.
ნატალია ბექელაძე:0 „ძალიან რთულ მდგომარეობაში ვართ, ქარმა სახურავი სულ აგვიხადა, წვიმის დროს სახლებში, ალბათ, როგორც გარეთ, ისე იწვიმებს, დახმარებას ვითხოვთ. ჩვენი სახსრებით ამას ვერ შევაკეთებთ.“
დაზარალებულები მერიის საბინაო სამსახურის უფროსმა მოინახულა. ვლადიმერ ნაკაშიძემ განაცხადა, რომ ზარალის აღწერის შემდეგ ადგილობრივები დახმარებას მიიღებენ.