დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ქუთაისში ხიდების რეაბილიტაციის პროცესი განახლდა
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/28 12:02:34

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ხიდებზე მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი განახორციელეს. რუსთაველისა და აღმაშენებლის სახელობის ხიდებს რეაბილიტაცია უტარდება, კონკრეტულად, რუსთაველის ხიდზე კეთდება ბორდიული და სავალი ნაწილი, აღმაშენებლის ხიდზე კი - მოაჯირი. სამუშაოებს geo construction ასრულებს. კომპანია სამუშაოებს 103 800 ლარით ახორციელებს. ხელშეკრულების თანახმად, ხიდების რეაბილიტაცია 35 დღეში უნდა დასრულდეს.

 

აღნიშნულ ხიდებზე სარემონტო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „გეგი“ ახორციელებდა. კომპანიამ დაკისრებული ვალდებულება ვერ შეასრულა. სახელშეკრულებო ვადების დარღვევისათვის და სამუშაოების თვითნებურად შეწყვეტისათვის „გეგი“-ს, შესაძლოა, 163000 ლარის საჯარიმო სანქცა დაეკისროს. აღნიშნულ საკითხს სასამართლო განიხილავს.


„ამჯერად სამუშაოები საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს, ტენდერში მონაწილე კომპანიამ ვერ შეძლო სამუშაოების შესრულება, დასრულების ვადას 3 თვე გადააცილაამიტომ ჩვენ მას ხელშეკრულება შევუწყვიტეთ, რაც ნორმალურია და ვფიქრობ, რომ კომპანიები, რომლებიც არ ასრულებენ ჯეროვნად სამუშაოებს და წლობით ავადებენ მას, ტენდერში არ უნდაიღებდნენ მონაწილეობას. ჩვენ არ მივცემთ ვინმეს უფლებას, ქალაქის ასეთი მაშტაბური განვითარება შეაჩეროს. ქუთაისში ყველა დაგეგმილი პროექტი შესრულდება,“ - განაცხადა შოთა მურღულიამ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 3738
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია