საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
ფოტოკონკურსი „ილო 2014“ დაიწყო!
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/28 11:58:22

საერთაშორისო ფოტოკონკურსიილო“ 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება ქუთაისში. ფოტოკონკურს "ილოსორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის, ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

 
ფოტოკონკურს „ილოს“ მიზანია, გამოავლინოს ნიჭიერი ფოტოგრაფები და სტიმული მისცეს ქუთაისში ფოტოხელოვნების განვითარებას. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია როგორც პროფესიონალ, ისე მოყვარულ ფოტოგრაფებს. კონკურსში გამარჯვებულთათვის – I, II და III ადგილის მფლობელებისთვის - დაწესებულია ფულადი ჯილდოები. 2011 წლიდან ფოტოკონკურს „ილოს" ახალი ნომინაცია „ხალხის სიმპატია" დაემატა, რომლის გამარჯვებულიც სოციალურ ქსელwww.facebook.comზე მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალაგზრდობის საქმეთა სამსახურის გვერდზე განთავსებული სურათების მოწონებათა რაოდენობით გამოვლინდება. იმავე წლიდან ტრადიციად იქცა კონკურსში შემოსული ნამუშევრებით მომავალი წლის კალენდრის გამოცემა.


წლევანდელი ფოტოკონკურსის სიახლე დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ 2014 წელი ქართველ და ებრაელ ხალხს შორის 26 საუკუნოვანი მეგობრობის აღნიშვნის წლად არის გამოცხადებულიილო ხახიაშვილი თავისი კოლორიტული ფოტოატელიეთი, სადაც მთელი ქუთაისი იყრიდა თავს, ათწლეულების მანძილზე ერთგვარი ხიდი იყო ამ ორ მეგობრულ ერს შორის. სწორედ აქედან გამომდინარე ფოტოკონკურს „ილოს“ წელს დაემატა რუბრიკა „ებრაული ფერები ქართულ პალიტრაზე“, რომლის მონაწილეებმა უნდა წარმოადგინონ ის ფოტონამუშევრები, რომლებიც ქართულ სინამდვილეში, ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში, არქიტექტურასა თუ ადამიანურ პორტრეტებში ებრაელი ერის დამახასიათებელ ხასიათსა და კოლორიტს წარმოაჩენენ ფოტოგრაფიის, როგორც ხელოვნების და მედიუმის საშუალებით.

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1821
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2019 საავტორო უფლებები დაცულია