საიტი მუშაობს ტესტირების რეჟიმში
სპონსორი: PSnewsGE
მართვის მოწმობის აღების მსურველები გამოცდას ახალი ბილეთებით ჩააბარებენ
2014/10/28 11:53:41

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობით, ბილეთები კვლავ იქნება ქართულ, აფხაზურ, ოსურ, ინგლისურ, თურქულ, რუსული, აზერბაიჯანულ და სომხურ ენებზე. 



მომსახურების სააგენტოში განმარტავენ, რომ 2013 წლის დეკემბრიდან ძალადაკარგულად გამოცხადდა საგზაო მოძრაობის შესახებ უსაფრთხოების კანონი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა ძველი საგამოცდო ბილეთები. ამავდროულად, ამოქმედდა ახალი კანონი და სწორედ ამ კანონზეა მორგებული მართვის მოწმობის ახალი ბილეთები. კერძოდ, ახალი კანონის მიხედვით, განსაზღვრულია, რომ ძველი ბილეთები ახლის დამტკიცებამდე იმოქმედებდა. მომსახურების სააგენტოს ცნობით, კი ახალი ბილეთები მინისტრის ბრძანების საფუძველზე, 21 ოქტომბერს დამტკიცდა და ძალაში 15 დეკემბრიდან შედის.



როგორც სააგენტოში განმარტავენ, საქართველო იღებს ვალდებულებას, განსაზღვრულ ვადებში ეტაპობრივად დაუახლოვოს თავისი კანონმდებლობა ევროკავშირის კანონმდებლობასა და საერთაშორისო და საერთაშორისო სამართლებრივ ინსრუმენტებს სხვადასხვა სფეროში. ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივა მართვის მოწმობის თაობაზე ითვალისწინებს მართვის მოწმობის გაცემის და გამოცდების ჩაბარების წესის ამ დირექტივასთან დაახლოებას, რის საფუძველზეც განხორციელდა ცვლილებები.



მათი განმარტებით, ახალ ელექტრონულ ბილეთებში დახვეწილია კითხვის როგორც შინაარსი, ასევე ფორმა და ვიზუალი.



“ახალ ელექტრონულ ბილეთებში გამოყენებულია სიტუაციის აღმწერი ვიდეორგოლები, რის საშუალებითაც კანდიდატს სიტუაციის უკეთესად აღქმისა და გაანალიზების საშუალება ეძლევა. მისაღები თეორიული გამოცდის საგამოცდო ტესტების ელექტრონულ ვერსიაში მოხდება საგამოცდო ტესტის სწორი და არასწორი პასუხების ნუმერაციის გადაადგილება მათი შინაარსის შეუცვლელად, რაც საგამოცდო ბილეთების მექანიკურად დამახსოვრებას გამორიცხავს. ახალ ბილეთებში აღქმის გასაიოლებლად გამოყენებულია საქართველოს ავტომაგისტრლებისა და ქუჩების ფოტო-ვიდეო მასალა. ამასთან, ელექტრონული ტესტირებისას მეტი თავლსაჩინოებისთვის შესაძლებელია საგზაო მოძრაობის კონკრეტული ელემენტის ახლო მანძილიდან დანახვა”, – აცხადებენ მომსახურების სააგენტოში.



მათივე ცნობით, ახალი ბილეთები გამოქვეყნებულია საკანონმდებლო მაცნეში... უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება მომსახურების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 1773
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
მსგავსი სიახლეები
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2020 საავტორო უფლებები დაცულია