დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
"პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ შეაჩერა ქუთაისის და იმერეთის რეგიონის განვითარება"
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/27 18:04:04

მოძრაობამ „დაიცავი კონსტიტუციის 48–ე მუხლი“ რაიონებში გასვლა დაიწყო. ქუთაისის შემდეგ პირველი შეხვედრა დღეს ბაღდათში გაიმართა. სადაც მოძრაობის დამფუძნებლებმა ადგილობრივებთან რეგიონისთვის პარლამენტის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

 

„ხშირად უკითხავთ, რა მნიშვნელობა აქვს პარლამენტს ქუთაისისთვის და რა სარგებელი მოუტანა რეგიონს.მიუხედავად იმისა, რომ დეცენტრალიზაცია რეგიონის განვითარებისთვის მოხდა, ის ვერ იქნებოდა მომგებიანი, იმ შემთხვევაში, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარემ პირველივე სხდომაზე განაცხადა, რომ პარლამენტი ქუთაისში არ იმუშავებდა. რამაც გამოიწვია უკვე არსებული მოლაპარაკებების შეჩერება. ინვესტორებმა უარი თქვეს ქუთაისში ინვესტიციის ჩადებაზე, რადგან წამგებიან ბიზნესად მოეჩვენათ. პარლამენტის თბილისში დაბრუნების იდეამ შეაჩერა ქუთაისის და მთლიანად რეგიონის განვითარება. ამ ყველაფერს კი ხელი მთავრობამ შეუწყო, რომელიც დღიდან მოსვლისა აპელირებდა, რომ პარლამენტი ქუთაისში არ უნდა ყოფილიყო, რადგან ის „ნაციონალების“ ინიციატივა იყო. ამბობდნენ, რომ ქუთაისს დელეგაციების მისაღებად სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია. ნაცვლად იმისა, რომ ინფრასტრუქტურა მოეწსერიგებინათ, ბევრად მეტი თანხა დაახარჯეს თბილისში მდებარე პარლამნეტის შენობას. ჩვენი მოძრაობა დაფუძნდდა იმითვის, რომ მოვიაროთ რაიონები, მოსახლეობას გავაგებინოთ რა მნიშვნელობა აქვს პარლამნეტს მათთვის, შემდეგ კი ჩვენი ხმა მთავრობას მივაწვდიონოთ, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 48–ე მუხლს, სადაც წერია, რომ საქართველოს პარლამნეტის ადგილსამყოფელი ქუთაისშია“–განაცხადა ორგანიზაციის ერთ–ერთმა დამფუძნებელმა მერაბ ბარათაშვილმა.

 

 

ორგანიზაციის დამფუძნებელი აღნიშნევენ, რომ შეხვედრებს იმერეთის რაიონებში ეტაპობრივად გამართავენ და მთავრობას კონსტიტუციის დარღვევის უფლებას არ მისცემენ.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2252
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია