დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის შედეგები
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი
2014/10/27 12:24:39

ორგანიზაცია "პირველი ნაბიჯი საქართველოსა " და "ხიდი სოციალური ინკლუზიისათვის" ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე  "„ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამისა და დროული ინტერვენციის მნიშვნელობა აშშ–ს გამოცდილებაზე დაფუძნებით საქართველოში“.


შეხვედრაზე, რომელსაც ბავშვთა პედიატრები, ნევრლოგები, ბაღების გაერთიანების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრეს.


შეხვედრას ამერიკის "ჯორჯთაუნის" უნივერსიტეტის პროფესორი ტობი ლონგი უძღვებოდა.


"დღევანდელი შევხედრა ეძღვნება ბავშვთა ადრეული ინტერვენციის პროგრამის დანერგვას საქართველოში. ჩვენი მიზანია საზოგადოებას გავაცნოთ ადერული ჩარევის მნიშვნელობა. "პირველი ნაბიჯი საქართველო" ინკლუზიურ სწავლებას უკვე სამი წელია ახორციელებს და წარმოუდგენლად დიდი მიღწევები გვაქვს. ჩვენი ბენეფიციარების თითქმის 50% ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში დადის. რაც ადრე წარმოუდგენელი იყო. თუ ბავშვი დროულად მიიღებს აღნიშნულ ჩარევას მას ბაღსა და სკოლაში სიარულის საშუალება ეძლევა, რითაც გარდა ოჯახის კმაყოფილებისა, აქვს ის შედეგიც, რომ სახელმწიფო დიდ ეკონომიას აკეთებს, რადგან  აღარ უწევს ბავშვების სპეციალურ დაწესებულებაში სწავლის დაფინანსება"- განაცხადა "პირველი ნაბიჯი საქარველოს" ბავშვთა ადრეული განვითარების პროგრამების ხელმძღვანელმა რუსუდან ბოჭორიშვილმა.


"პირვლი ნაბიჯი საქართველო" თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში ფუნქციონირებს. თუმცა ქუთაისის ფილიალი, უკვე დამოუკიდებელ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა. რომელმაც მომსახურება 300-მდე სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვს გაუწია.


როგორც დღეს გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა, ადრეული ინტერვენციის პროგრამის მიწოდების მიზანი ბავშვთა სახლში ბავშვების  ჩაბარების პრევენციაა. როგორც კვლებიდან ირკვევა, ბავშვთა სახლებში  ბავშვების ჩაბარება დაბადებიდან ერთ წლამდე ხდება, რის მიზეზიც ჯანმრთელობის პრობლემა და შეზღუდული შესაძლებლობაა. რუსუდან ბოჭორიშვილის განცხადებით, მშობელს ეცოდინება, რომ მისი შვილი მიიღებს სპეციალურ მკურნალობას, რასაც უდიდესი შედეგი ექნება, უარს იტყვის ბავშვის ჩაბარებაზე. ვინაიდან  ბავშვის ტვინის დიდი ნაწილი სამ წლამდე ყალიბდება, აუცილებელია ჩარევა სწორედ სამ წლამდე მოხდეს.


"პირველი ნაბიჯი საქართველო" ამ დროისთვის 7 წლამდე ბენეფიციარებს ემსახურება.

 

 

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 2983
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია