დაისვენე კურორტ ახალდაბაში
დაისვენე სასტუმრო „ლუტრეზიში“
სპონსორი: PSnewsGE
„კალვათობა“ მეორედ აღინიშნა
ავტორი: როლანდ ხოჯანაშვილი
2014/10/27 11:04:02

საჩხერის მახლობლად მდებარე სოფელ კალვათაში უკვე მეორედ ჩატარდა სოფლის დღესასწაული – „კალვათობა“.


 აღნიშნულიდღესასწაულს 2013 წელს ჩაეყარა საფუძველი ადგილობრივი მკვიდრების ინიციატივით, თუმცა ღონისძიების იდეის ავტორი ადგილობრივი პედაგოგი ამირან ჟალაძეა.

 

 ღონისძიების ფარგლებში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის საპატიო მოქალაქის არჩევაა.  „კალვათობა 2014“ წლის საპატიო მოქალაქედ არჩეულ იქნა ამჟამად მოსკოვში მცხოვრები ვლადიმერ ჟორჟოლაძე, რომლის ძირითადი დამსახურება სოფლის წინაშე მეოცე საუკუნის 30-იან წლებში დანგრეული ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენაა.

 

 „კალვათობა“ გაიხსნა ე.წ. „კალვათის ჰიმნით“.

 

საორგანიზაციო ჯგუფმა აღნიშნული დღესასწაულის მოწყობა, ძირითადად, გადაწყვიტა იმისათვის, რომ მომავალი თაობისათვის შთაეგონებინათ სოფლისათვის სასიკეთო საქმეების კეთება.

 

ამირან ჟალაძემ აღნიშნა, რომ შარშანდელი კალვათობის შემდეგ სოფელს მხოლოდ 3 ახალშობილი შეემატა და თანასოფლელებს მოუწოდა მრავალშვილიანობისკენ.

 

2013 და 2014 წლის „კალვათობა“ ღია ცის ქვეშ გაიმართა, ხოლო მომდევნო წლიდან დღესასწაულის ჩატარება დარბაზულად დაიგეგმა.

 

ღონისძიებას დაესწრო საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე და მეორე მსოფლიო ომის უხუცესი კალვათელი ვეტერანი, 94 წლის ნოე ხარაიშვილი. მათ კალვათელებს მოუწოდეს სოფელზე ზრუნვისაკენ.

 

დღესასწაული ტრადიციული ქართული სუფრით დასრულდა.

'.$TEXT['print'].'
სულ ნანახია - 5138
სხვა ამბები
ბოლოს იხილეს
დამზადებულია Pro-Service -ის მიერ
© PSnews 1995 - 2024 საავტორო უფლებები დაცულია